სიმბოლო, რაც თქვენს წარმოებულ საქონელს განასხვავებს კონკურენტი საქონლისგან თუ მომსახურებისგან, მაშინ აუცილებლად უნდა იცოდეთ, როგორ ხდება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია.

 

სასაქონლო ნიშნის საყოველთაოდ ცნობილად აღიარება ხდება საქპატენტის სააპელაციო პალატის ან სასამართლოს მიერ.

 

პირველ რიგში, მეწარმე განაცხადით მიმართავს საქპატენტს. განაცხადი თავის მხრივ უნდა შეიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას: თხოვნას სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ; განმცხადებლის სრულ სახელს (სახელწოდებას) და იურიდიულ მისამართს; სასაქონლო ნიშნის გამოსახულებას; იმ საქონლის ჩამონათვალს, რომლისთვისაც მოითხოვება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია; წარმომადგენლის ვინაობას და მისამართს, თუ განაცხადი შეტანილია წარმომადგენლის მიერ; კოლექტიური ნიშნის დებულებას, – თუ განაცხადი შეტანილია კოლექტიურ ნიშანზე;  განმცხადებლის ან წარმომადგენლის ხელმოწერას განაცხადზე. განაცხადი დამატებით შეიძლება შეიცავდეს – საპრიორიტეტო საბუთს, თუ მოითხოვება საკონვენციო ან საგამოფენო პრიორიტეტი.

 

ნიშნის სარეგისტრაციოდ საქპატენტში შესული განაცხადი გადის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზას.  ამ დროს მოწმდება, რამდენად არის შესაბამისობაში განაცხადი და მისი თანმხლები საბუთებით წარმოდგენილი ინფორმაცია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა განაცხადის წარდენიდან ორი თვის ვადაში ტარდება, ხოლო მისი წარმატებით დასრულებიდან ექვსი თვის ვადაში იწყება არსობრივი ექსპერტიზა. არსობრივი ექსპერტიზის მეშვეობით, საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.

 

რეგისტრაციაზე დადებითი გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში, ერთი თვის ვადაში, განაცხადის მასალები საქპატენტის სამრეწველო საკუთრების ოფიციალურ ბიულეტენში ქვეყნდება. თუ გამოქვეყნებიდან სამი თვის განმავლობაში საქპატეტნტთან არსებულ სააპელაციო პალატაში არ შევიდა სააპელაციო საჩივარი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ, სასაქონლო ნიშანი რეგისტრირდება, მონაცემები ქვეყნდება ბიულეტენში და ერთი თვის ვადაში გაიცემა მოწმობა.

ზემოთ მოცემული სტანდარტული პროცედურის გარდა, განმცხადებელს შეუძლია მოითხოვოს დაჩქარებული რეგისტრაცია. ამ შემთხვევაში, სასაქონლო ნიშნის სარეგისტრაციო  პროცედურები სრულდება ათ სამუშაო დღეში.

 

რაც შეეხება განაცხადის წარდგენას, იგი შესაძლებელია, როგორც ელექტრონულად, ისე ინსტრუქციით დადგენილი წესით შევსებული ბლანკით.

 

განაცხადი უნდა შეივსოს ქართულ ენაზე.

 

შეხვედრის ჩანიშვნა