ბუღალტერია ორგანიზაციისთვის  მეტად მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, როგორც შიდა ისე გარე მომხმარებლებითვის. კერძოდ, სწორად ბუღალტრული აღრიცხვა მართებული ეკონომიკური და ფინანსური გადაწყვეტილებების მიღების წინაპირობაა, ამავდროულად, ის ამცირებს სანქცირების რისკებს მაკონტროლებელი ორგანოების მხრიდან. ბუღალტრული აუტსორსინგი კომპანიას ეხმარება ეკონომიკურად ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებაში, ორგანიზაციის ფულადი სახსრების დინების გაანალიზებაში, ბიზნესის კონტროლში. ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტუალური გახდა გარკვეული სერვისების აუთსორსინგული კომპანიების მეშვეობით მიღება, მათ შორისაა ბუღალტერიის აუთსორსინგიც.

ძირითადი მოტივატორი კომპანიებისთვის, გაიტანონ ბუღალტერია აუთსორსზე, არის ხარჯთეფექტურობა, კერძოდ, კომპანიას საშუალება ეძლევა მიიღოს ხარისხიანი მომსახურება კონკრეტულად ამ მიმართულებით სპეციალიზებული პროფესიონალებისგან უფრო იაფად, ვიდრე ამას თავად მოახერხებდა საკუთარი შიდა რესურსის დაქირავების შემთხვევაში. აუტსორსინგის გამოყენებით კომპანიები თავიდან იცილებენ ისეთ დანახარჯებს, როგორიც არის: დასაქმებულების ხელფასები, ჯანმრთელობის დაზღვევა, შვებულების და სხვა შრომითი კოდექსით გათვალისწინებული საშეღავათო პირობები.

შესრულებული სამუშაოს ხარისხი გარანტირებულად მაღალია აუტსორსინგის შემთხვევაში, რადგან ბუღალტერიას წარმართავს პროფესიონალთა გუნდი. ისინი ამცირებენ შეცდომების რაოდენობას მინიმუმამდე და შესაბამისად, ამცირებენ საგადასახადო რისკებს. იმ შემთხვევაში თუ საგადასახადო რისკები მაინც რეალიზდა, აუთსორსინგული კომპია იყენებს პასუხისმგებლობის დაზღვევის სერვისს, რაც ასევე დიდი კომფორტია დამკვეთისთვის.  გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ბიზნეს პროცესი მუდმივად დინამიურია და ახალ გამოწვევებთანაა დაკავშირებული, რაც თავის მხრივ მოითხოვს სააღრიცხვო თუ ფინანსურ გადაწყვეტილებებს. აუთსორსინგული კომპანიების უმეტესობა ამ სერვისსაც სთავაზობს მომხმარებელს და ჩართული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, კონსულტაციების გზით.

ბუღალტრული აუტსორსინგი ასევე ნულამდე ამცირებს ფორს-მაჟორის რისკებს. აუტსორსინგის მომწოდებლები მუშაობენ უწყვეტად, ნებისმიერ დროს. ამ უწყვეტობის გარანტიაა ბუღალტრების გუნდი, ხოლო საშუალო და მცირე ზომის კომპანიებში ხშირ შემთხვევაში ერთი ბუღალტერია, რაც ძალიან ზრდის საოპერაციო რისკებს, კერძოდ, მისი ავად გახდომის, სამსახურიდან წასვლის და ა.შ.

კომპანიის ფინანსების შესახებ ინფორმაციის დაცვა ერთ-ერთი ძლიერი მხარეა, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ბუღალტერიის აუთსორსინგს. აუთსორსული კომპანია  იღებს პასუხისმგებლობას (მათ შორის ფინანსურს), რომ დამკვეთი კომპანიის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც მხოლოდ შიდა მოხმარებისთვისაა განკუთვნილი, სხვა, მესამე მხარეებს არ ჩაუვარდეთ ხელში. კონფიდენციალობის დაცვის რისკი ძალიან დიდია საკუთარი, შიდა რესურსით ბუღალტერიის წარმოების შემთხვევაში.

დღევანდელ ბიზნეს გარემოში, როცა კონკურენცია უდიდეს მასშტაბებს აღწევს, უმჯობესია ისეთი რუტინული მომსახურება, როგორიცაა ბუღალტერია მიანდოთ პროფესიონალ აუთსორსინგულ კომპანიას და მთლიანი რესურსი მიმართოთ თქვენს ძირითად საქმიობაზე, რითაც დააზღვევთ რისკებს და ამავდროულად გაზრდით წარმატების შანსებს.

შეხვედრის ჩანიშვნა