სტარტაპერი

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილების მქონე ადამიანებით,  ძალიან კარგად გვესმის რას ნიშნავს იყო სტარტაპერი, ზუსტად შევიგრძნობთ წარმატების ბედნიერებას და იმედგაცრუების სიმძიმეს, რადგან ერთ დროს  ჩვენც ვიყავით თქვენს ადგილზე და  გამოვიარეთ როგორც ფინანსური, ისე ადმინისტრაციული სიძნელეები და სტარტაპთან დაკავშირებული ბევრი პრობლემა.

საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით, სტარტაპერებს ვთავაზობთ ზუსტად მათთვის შერჩეულ პროდუქტებს - ბიუჯეტურს და ამავდროულად ხარისხიანს.

„ლოიალტე“ მხარს უჭერს სტარტაპერებს და ვთვლით, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების გასაღები სწორედ მეწარმეობის განვითარებაზე გადის.  გვსურს ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ პროცესში და  ვიამაყოთ ჩვენი კლიენტი სტარტაპერების უზარმაზარი წარმატებებით მომავალში!

Business Strategy

სტანდარტული შეთავაზება ნებისმიერი სტარტაპერისთვის

საგადასახადო კონსალტინგი, ბუღალტრული აუთსორსინგი და იურიდიული აუთსორსინგი სპეციალური პირობებით

დეტალურად

შეთავაზება "ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო"-ს ბენეფიციარი კომპანიებისათვის

აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია „ლოიალტე“ GITA-ს ბენეფიციარ სტარტაპერებს სთავაზობს საკუთარ მომსახურებებს განსაკუთრებული პირობებით.

დეტალურად

შეთავაზება "აწარმოე საქართველოში"-ს ბენეფიციარი კომპანიებისთვის

საგადასახადო კონსალტინგი, ბუღალტრული აუთსორსინგი და იურიდიული აუთსორსინგი სპეციალური პირობებით

დეტალურად

** სტარტაპერის განმარტება - კომპანია, რომლის საჯარო რეესტრში რეგისტრაციიდან გასულია არაუმეტეს 18 თვისა. სპეციალური პირობები მოქმედებს სანამ კომპანია იმყოფება სტარტაპ რეჟიმში.

შეხვედრის ჩანიშვნა