მუდმივად ცვალებად ბიზნესგარემოში, ხშირია შემთხვევები, როდესაც ერთი მეწარმე სუბიექტის მიერ, მეორესუბიექტისთვის,  ხორციელდება პროდუქციის მიწოდება/მომსახურების გაწევა. ეს უკანასკნელი კი ვალდებულების შესრულებას, სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე  ან თავს არიდებს ან უსაფუძვლოდ აჭიანურებს.  

დებიტორული დავალიანება წარმოადგენს კომპანიის მოთხოვნას, რომელიც ფიზიკურ, თუ იურდიულ პირებთან ურთიერთობისას მრავალი სხვადასხვა მიზეზით წარმოიშობა, ძირითადად, შემდეგი სახელშეკრულებო ურთიერთობების შედეგად - პროდუქციის მიწოდება, სამუშაოს შესრულება, მომსახურეობის გაწევა, მომწოდებლებისთვის გადახდილი ავანსები, გაცემული სესხები და სხვა. კომპანიას დებიტორული დავალიანების მოთხოვნის უფლება მეორე მხარის მიერ კომპანიის წინაშე ნაკისრი ფულადი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში წარმოეშობა.

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.

შესრულების ვალდებულება, პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას  ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება წარმოიშობა

სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. 

სამოქალაქო კანონმდებლობა, ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის, მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს ითვალისწინებსაღნიშნული ვალდებულების შესრულებას ემსახურებ და შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).

იმისთვის, რომ კრედიტორმა დებიტორს შეუსრულებელი ვალდებულებიდან გამომდინარე მოთხოვნები წაუყენოს, საჭიროა არსებობდეს ვალდებულების წარმოშობის სამართლებრივი საფუძველი, მაგალითად ხელშეკრულება. პრაქტიკაში არსებობს შემთხვევები, როცა მხარეები მივიდნენ გარკვეულ შეთანხმებამდე, გააფორმეს ხელშეკრულება, თუმცა დავის წარმოშობის ეტაპზე დებიტორი ეჭვქვეშ აყენებს კრედიტორის მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესრულებას და მიიჩნევს, რომ საპასუხოდ მასაც არ წარმოეშობა შესრულების ვალდებულება. მაგალითად, ერთ-ერთ საქმეზე მხარეთა შორის გაფორმდა მოძრავ ქონებაზე იჯარის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც, მეიჯარემ მოიჯარეს დროებით სარგებლობაში გადასცა მოძრავი ტექნიკა გარკვეული სამუშაოების განსახორციელებლად. მეიჯარის მტკიცებით, მოჯარის მიერ მოძრავი ტექნიკის გამოყენების  სანაცვლოდ იჯარის ღირებულებამ შეადგინა 16 000 ლარი. მოიჯარე თავის მხრივ ამტკიცებდა, რომ მეიჯარეს მისთვის მომსახურება არ გაუწევია, რაც გამორიცხავს საზღაურის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

აღნიშნულ საქმეზე, მეიჯარემ წარადგინა მტკიცებულებები, მათ შორის საგადახდო ანგარიშფაქტურები, იმისა დასამტკიცებლად, რომ მის მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება კეთილსიდიდისიერად შესრულდა და როგორც კრედიტორს დებიტორის მიმართ წარმოეშვა მოთხოვნის დაყენების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო დებიტორი თავის მხრივ მიუთითებდა, რომ საგადახდო ანაგრიშფაქტურა მნიშვნელობა აქვს მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტთან ურთიერთობაში და სამოქალაქო დავის პროცესში, მისი მტკიცებულების სახით გამოყენება არ შეიძლება. აღნიშნულ საქმეზე სასამართლომ განმარტაანგარიშფაქტურა მისი ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით, აკმაყოფილებს სსსკ-ის 134-ე მუხლის პირველი ნაწილით (წერილობით მტკიცებულებებს წარმოადგენს აქტები, საბუთები, საქმიანი და პირადი ხასიათის წერილები, რომლებიც შეიცავს ცნობებს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა შესახებ) დადგენილი წერილობითი მტკიცებულების კრიტერიუმებს და რაიმე აკრძალვას კანონი აღნიშნული კუთხით არ შეიცავს, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ანგარიშფაქტურა, როგორც მეწარმე სუბიექტის მიერ გამოცემული დოკუმენტი, შესაძლებელია სამოქალაქო დავაში გამოიყენოს, როგორც წერილობითი მტკიცებულება, თუ იგი შეიცავს საქმისთვის რელევანტურ ინფორმაციას. (საქმე №ას-752-2022                                               ) შესაბამისად, აღნიშნულ საქმეზე სასამართლომ, საგადახდო ანგარიშფაქტირები მიიღო, როგორც წერილობით მტკიცებულება და მის საფუძველზე დებიტორს დაევალა კრედიტორის სასარგებლოდ იჯარის თანხის სრული მოცულობით გადახდა. 

ნასყიდობის (მიწოდების) ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ერთ-ერთ საქმეზე მოპასუხის მტკიცებით საქონლის მიწოდების მტკიცების ტვირთი სასამართლოს უნდა გაენაწილებინა მოსარჩელეზე. ამასთან, მხოლოდ საგადასახადო ანგარიშფაქტრისა და ზედნადების არსებობა ნასყიდობის ხელშეკრულების დადებასა და ვალდებულების არსებობას არ ადასტურებს. (იხ. საქმე №ას-249-2022)
საქმეში საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ ელექტრონულად დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურა სავსებით ადასტურებს პროდუქციის მყიდველის მიერ მიღების ფაქტს და კვალიფიციური შედავების არარსებობის პირობებში წარმოშობს საფასურის გადახდის ვალდებულებას. ერთ-ერთ საქმეში
,საკასაციო პალატამ განმარტა, რომ იმ პირობებში, როდესაც მოპასუხემ დაადასტურა მოსარჩელის მიერ გამოწერილი ანგარიშფაქტურა, იგულისხმება, რომ მხარეთა შორის წარმოიშვა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა. საგადასახადო ანგარიშფაქტურების სერვისისაქონლისა და მომსახურების მიწოდების რთული პროცესების ერთობლიობასოიცავს, აღნიშნული ერთმანეთთან დაკავშირებულია ლოგიკური ჯაჭვით. აღნიშნულ პროცესებში მონაწილეობას იღებს, როგორც სასაქონლო ზედნადების, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამომწერი (გამყიდველი), ასევე, მიმღები (მყიდველი) და შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი. ანგარიშფაქტურის მყიდველის მიერ დადასტურებისას, უტყუარად შეგვიძლია ვივარაუდოდ, რომ მან მიწოდებული საქონელი შეიძინა, ვინაიდან ანგარიშფაქტურა იგზავნება უშუალოდ მყიდველთან და მის დადასტურებაზე ხელი არ მიუწვდება სხვა მესამე პირს. ანგარიშფაქტურის გამოწერისა და დადასტურებისას, მხარეები განსაზღვრავენ საქონლის ტრანსპორტირების დაწყების თარიღს, აღიარებენ საქონლის მიწოდებასა და მის მიღებას (იხ., საქმე №ას-381-381-2018, 2018 წლის 4 მაისის განჩინება). 

კრედიტორები დებიტორებისგან ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების გარდა, დამატებით მოითხოვენ ზიანის ანაზრაურებასა და ვალდებულების დარღვევის პრევენციის მიზნით ხელშეკრულებებაში გათვალისწინებული მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებიდან გამომდინარე თანხის დაკისრებას. ასეთ შემთხვევევში, პირგასამტეხლოს ხელშეკრულებაში გათვალისწინება ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული საშუალებაა.  პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას, ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არი მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან (იხ. საქმე  №ას-1747-2019).

ამასთან მნიშვნელოვანია, რომ პირგსამატეხლოს შესახებ ჩანაწერი არსებობსდეს თავად ხელშეკრულებაში ან/და თუნდაც დებიტორის მიერ ვალის აღიარების შესახებ შეთანხმებაში. ერთ-ერთ საქმეზე  დებიტორმა ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების არსებობა აღირა, თუმცა წერილობით არ გამოუთქვამს მზაობა ვალდებულების დარღვევიდან გამომდინარე დარიცხული პირგასამატეხლოს გადახდის მზაობაზე. სადავო საქმეში კრედიტორი დებიტორისგან ითხოვდა, როგორც ძირითადი თანხის, ასევე მასზე დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდას. აღნიშნულ საქმეზე, უზენაესმა სასამართლომ გააკეთა შემდეგი განმარტებები: პირგასამტეხლოს დანიშნულება ვალდებულების დარღვევის მინიმალური ზიანის ანგარიშში ამ თანხის ჩათვლაა. ფუნქციური დანიშნულებით, მინიმალური ზიანი არ წარმოადგენს ფაქტობრივად მიღებული ზიანის სრულ ანაზღაურებას, არამედ ესაა თანხა, რომელიც უზრუნველყოფს კრედიტორის მოთხოვნის მინიმალურ დაკმაყოფილებას, სწორედ ამითაა გამართლებული პირგასამტეხლოს სახელშეკრულებო ბუნება, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის სავალდებულოა მხარეთა მიერ შესაბამისი ფორმით შეთანხმების მიღწევა. ვალდებულების შეწყვეტით წყდება პირგასამტეხლოს დაკისრებაც და მისი ოდენობა გამოიანგარიშება იმის მიხედვით, თუ რა პერიოდია გასული შესრულების ვადის დადგომიდან ფაქტობრივად შესრულებამდე. სასამართლომ დაადგინა ის გარემოება, რომ მას პირგასამტეხლოს ანაზღაურებაზე მზაობა არ გამოუთქვამს, ხოლო საიჯარო ქირის გადახდა არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვალდებული პირის მიერ მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების აღიარებას.                                             

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მხარეთა შორის სამართალურთიერთობის წარმოშობის თითოეულ ეტაპზე მხარეს საკუთარი უფლებების სრულად, დაუბრკოლებლად და რისკების მაქსიმალურად დაზღვევის მიზნით, ესაჭიერობა შესაბამისი კვალიფიციური სამართლებრივი დახმარება. ამასთან, თითოეული ბიზნეს სუბიექტი, ნებისმიერი ბიზნესს აქტივობის განხორციელებისას მაქსიმალურად უნდა ეცადოს იმოქმედოს ისე, რომ რაც შეიძლებ მეტი დაცვის მექანიზმი ქონდეს, რომ მომავალში მისი უფლებების დარღვევის შემთვევაში შეძლოს საკუთარი ინტერესების სრულყოფილი დაცვა.

 

შეხვედრის ჩანიშვნა