სამუშაო პროცესები და პროცედურები, დღევანდელ რეალობაში იმდენად სწრაფად იცვლება, რომ კომპანიებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება დროული რეაგირება და  ცვლილების შესაბამისი ქმედებების განხორცილება. ამის გათვალისწინებით თანამშრომელთა პროფესიული განვითარება ნებისმიერ ორგანიზაციაში უწყვეტ პროცესს წარმოადგენს, განსკუთრებით მაშინ, როდესაც კომპანია თავად მიისწრაფის წარმატებისკენ.

იმ შემთხვევაშიც კი თუ ორგანიზაცია იზრდება, ანდაც იცვლება მისი სტუქტურა, მიზნები - ჩნდება ახალი გამოწვევები, რაც მოითხოვს დამატებით ინფორმაციას, ადამიანური რესურსის კომპეტენციის ამაღლებას, განსხვავებული სამუშაო მიდგომების დანერგვას. აქედან გამომდინარე, სულ უფრო მეტად ხდება მნიშვნელოვანი, რომ კომპანიები ზრუნავდნენ თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებაზე, მათი ცოდნისა და კომპეტენციის ამაღლებაზე, უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაზე, მოტივაციის ამაღლებაზე, რაც საბოლოოდ თავად კომპანიის შედეგებზე ახდენს დადებით გავლენას.

საწყის ეტაპზე მნიშვნელოვანია თითოეულ თანამშრომელს შევუქმნათ თვითგანვითარების მოტივაცია. ეს გარკვეულწილად მოიაზრებს კომპანიის მენეჯმენტის მხრიდან პერიოდულ უკუკავშირს, რაც დროულად დაანახებს მათ განვითარების საჭიროებას.  როდესაც თანამშრომელი ნათლად ხედავს, რომ მის შედეგებს უყურებენ და სათანადოდ აფასებენ, უჩნდება დამატებითი მოტივაცია იმუშაოს საკუთარ თავზე, მოიძიოს ახლი მეთოდები და გზები პროფესიული თუ პიროვნული უნარების განვითარებისთვის.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ორგანიზაციამ უზრუნველყოს  თანამშრომელთა საჭიროებების იდენტიფიცირება, ამის შემდგომ კი განვითარების პროცესის შესაბამისად დანერგვა და წარმართვა. თითოეული ქმედება, რომელიც ამ მიმართულებით იქნება განხორციელებული ხელს შეუწყობს თანამშრომელთა განვითარებას, სამუშაო პროცესები უფრო მეტად საინტერესო, ეფექტური და მრავალფეროვანი გახდება, შედეგად კი მივიღებთ გაცილებით მეტად მოტივირებულ თანამშრომელს.

ერთ-ერთი მთავარი ხელსაწყო ზემოთ განხილული მიზნების მისაღწევად არის კურსების, ტრენინგებისა თუ სხვა ტიპის სასწავლო პროგრამების ორგანიზება თანამშრომლებისთვის, რაც  ხელს შეუწყობს მათი უნარების გაუმჯობესებას, მოტივაციის ამაღლებას და ეფექტურობის გაზრდას. სასწავლო კურსების დასრულების შემდეგ კომპანიის მენეჯმენტი მიიღებს ტრენინგის შედეგებს, უკუკავშირს მონაწილეთა შესახებ და რეკომენდაციებს მომავალში გადასადგმელ ნაბიჯებთან დაკავშირებით. თანამშრომლები კი შეძლებენ მიღებული ცოდნის, გაზიარებული ტექნიკებისა თუ ინსტრუმენტების დანერგვას ორგანიზაციაში.  

გარდა იმ ძირითადი სარგებელისა, რაც გულისხმობს  კვალიფიკაციის ამაღლებას და კომპანიის შედეგებში სასიკეთოდ ასახვას, ორგანიზაცია დამატებით იღებს კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს სარგებელს - როდესაც თანამშრომელი ხედავს, რომ ზრუნავენ მასზე და  მის განვითარებაზე, უფრო მეტად ხდება ლოიალური დამსაქმებლის მიმამრთ.

ორგანიზციები, რომელიც იაზრებენ თუ რაოდენ დიდი ძალა აქვს თანამშრომელს და აცნობიერებენ მათ განვითარებაზე ზრუნვის მნიშვნელობას, ბევრად უფრო ძლიერები, წარმატებულები და კონკურენტუნარიანები არიან.

 

 

ავტორი: მარიამ მუსელიანი

შეხვედრის ჩანიშვნა