საგადასახადო შემოწმება შეიძლება ჩაითვალოს ყველაზე საშიშ სიტყვად გადასახადის გადამხდელებისთვის, თუმცაღა ეს პროცესი არც ისეთი დიდი საფრთხის მომცველია, როგორც ამას უმეტესობა თვლის, თუ კომპანია სწორად წარმართავს თავის საქმიანობას და აღრიცხვიანობასაც სათანადოდ აწარმოებს. იმისთვის რომ საგადასახადო შემოწმება თავიდან ავიცილოთ /მზად ვიყოთ შემოწმებისთვის, საკმარისია რამდენიმე მნიშვნელოვანი პრინციპის გათვალისწინება.  

პირველ რიგში, იყავით პატიოსანი და ნუ ეცდებით შემმოწმებლისთვის რაიმეს დამალვას - ის ისედაც გამოავლენს არსებულ შეუსაბამობას.

ერთ-ერთი საუკეთესო გზა საგადასახადო შემოწმების რისკის შესამცირებლად დეტალური ჩანაწერების წარმოებაა. თუკი შემოსავლების სამსახურის მიერ მაინც მოხდება შემოწმება, კომპანიას უკვე ექნება დასაბუთებული დოკუმენტაცია თუ სხვა საჭირო ინფორმაცია. აუცილებელია მოხდეს ბუღალტრული აღრიცხვისა და საგადასახადო გადარიცხვებისთვის საჭირო ძირითადი დოკუმენტების შენახვა.

კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქმეში პროფესიონალების ჩართვა. აუცილებელია, რომ საწარმომ/ორგანიზაციამ ან მეწარმე ფიზიკურმა პირმა აიყვანოს კარგი და გამოცდილი ბუღალტერი/საგადასახადო კონსულტანტი: „ყურადღება მიაქციეთ  იმას, თუ რა გადაგარჩენს და არა იმას, თუ რა თანხა დაგჭირდებათ ამისთვის.“ ამ მიზნით პოპულარულია ბუღალტრული აუთსორსინგის გამოყენება ან საგადასახადო კონსულტანტის დაქირავება. ამ სფეროს პროფესიონალებს მარტივად შეუძლიათ შემოსავლების სამსახურისთვის გადასაცემი ინფორმაციის დაზუსტება და დასაბუთება.             ბუღალტერი ახორციელებს სამეურნეო ოპერაციების სრულად აღრიცხვას, ხოლო საგადასახადო კონსულტანტი ახდენს აღნიშნული ოპერაციების მუდმივ კონტროლს და საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოჰყავს შემოსავლების სამსახურში წარსადგენი დეკლარაციები. საგადასახადო კონსულტანტის მუდმივად მომსახურების შემთხვევაში საგადასახადო რისკი თავიდანვე აღმოფხვრილია და საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი განვლილ პერიოდზე საგადასახადო აუდიტის ჩატარებას აღარ საჭიროებს, რაც გადასახადის გადამხდელებს საბოლოო ჯამში უზოგავს დროით  და ფინანსურ რესურსს.

გაითვალისწინეთ, რომ სწორად აღრიცხვიანობა არ ემსახურება მხოლოდ საგადასახადო რისკების შემცირებას - ის ბიზნესის სწორად წარმართვის ერთ-ერთი აუცილებელი ნაწილია.

უნდა ითქვას, რომ „იდეალურ შემთხვევაში“  აუდიტისთვის მომზადება არანაირ აუცილებლობას არ უნდა წარმოადგენდეს მეწარმესთვის, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ იდეალური შემთხვევები არ არსებობს, უმჯობესია გაითვალისწინოთ ზემოხსენებული რჩევები. 

შეხვედრის ჩანიშვნა