ჩვენ შესახებ
Loialté - შექმნილია საქართველოში!
ჩვენი მისია
ჩვენი მისიაა დავეხმაროთ კლიენტებს ბიზნესის შექმნასთან, ზრდასა და განვითარებასთან დაკავშირებული გამოწვევების ოპტიმალურად გადაწყვეტაში, უზრუნველვყოთ მუდამ მაღალი ხარისხის მომსახურება და ეს ყოველივე გავაკეთოთ კეთილსინდისიერების, სანდოობის და პატიოსნების მაღალი სტანდარტების დაცვით. წვლილი შევიტანოთ, როგორც კონკრეტული კლიენტის, ისე ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პროცესში.
ხედვა
ჩვენ ვქმნით ქართულ ბრენდს, რომელიც წარმატებული იქნება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურ ბაზარზე. ორიენტირებულნი ვართ პროგრესსა და უწყვეტ განვითარებაზე.
ღირებულებები
კლიენტი - კმაყოფილი კლიენტი ჩვენი მთავარი ღირებულებაა. ხარისხიანი მომსახურების შეთავაზება პოზიტიური შედეგის მომტანია როგორც კლიენტისთვის, ისე ჩვენი კომპანიისთვის.
თანამშრომელი - ჩვენი ვქმნით გარემოს, სადაც ჩვენი გუნდის ყველა წევრს განვითარების თანაბარი შესაძლებლობა აქვს. ვაცნობიერებთ, რომ თანამშრომლების კმაყოფილება განსაზღვრავს კომპანიის წარმატებას.
გუნდური მუშაობა - ჩვენი წარმატება ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. ჩვენ გუნდური მოთამაშეები ვართ, რაც ზრდის ჩვენი მომსახურების ხარისხს და შესაბამისად კონკურენტულობას ბაზარზე.
კეთილსინდისიერება - იმისთვის, რომ კლიენტები გვენდობოდნენ, პროფესიონალიზმთან ერთად კრიტიკულად მნიშვნელოვანია კეთილსინდისირების მაღალი ხარისხის დაცვა სამუშაო პროცესში და დასრულების შემდეგ.
სოციალური პასუხისმგებლობა - ჩვენი კომერციული საქმიანობის განუყოფელი ნაწილია ზრუნვა საკუთარ სამუშაო, სოციალურ და ბუნებრივ გარემოზე.
ჩვენი უპირატესობა
ლოიალტესთან თანამშრომლობით თქვენ იღებთ კომპლექსურ მომსახურებას, რაც დროის და ფინანსების დაზოგვის წინაპირობაა.
Loialté არის პირველი ქართული აუდიტორული და საკონსულტაციო ბრენდი, რომელიც ფლობს ISO 9001:2015 სერტიფიკატს (ხარისხის მართვის სისტემა) ბუღალტრული აღრიცხვისა და საგადასახადო მომსახურების მიმართულებით.
ჩვენი გუნდი
დიახ, ეს ჩვენ ვართ!
გიგა ფაიქიძე
მმართველი პარტნიორი.
შორენა ასაბაშვილი
მმართველი პარტნიორი.
თეონა კუნჭულია
ასოცირებული პარტნიორი - საგადასახადო მიმართულება.
ბაჩანა შელია
მმართველი პარტნიორი, ლოიალტე უზბეკეთი.
თეიმურაზ აბელაშვილი
ლოიალტე ფაინანსი - პარტნიორი / ფინანსური კონსულტანტი.
ქეთევან ხორავა
ბუღალტრული პორტფელის მენეჯერი.
მაგდა გიორგიძე
ბუღალტრული პორტფელის საგადასახადო მენეჯერი.
თათული გველესიანი
ბუღალტრული პორტფელის მენეჯერი.
ლანა პაიჭაძე
იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელი.
მარი მეტონიძე
ადამიანური რესურსების მართვის სააგენტო "hiro"-ს ხელმძღვანელი.