Altera აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია Loialte-ს ციფრული მიმართულებაა, რომელიც პირველი კომპლექსური სივრცეა საქართველოში. კომპანია ბიზნესებს ციფრული სერვისების სრულ ციკლს სთავაზობს და ეხმარება თანამედროვე სტანდარტებთან ინტეგრაციაში.

Altera-ს მიზანი ციფრული პროდუქტებისა და სერვისების ეკოსისტემის შექმნაა, რომელიც მორგებული იქნება სხვადასხვა ბიზნესის ინდივიდუალურ საჭიროებებზე. 

Altera ორი ძირითადი მიმართულებით მუშაობს, მომხმარებელზე მორგებული IT გადაწყვეტილებები და კონკრეტული სექტორებისთვის შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფა.

IT გადაწყვეტილებები მოიცავს შემდეგ სერვისებს:

ვებდეველოპმენტი;

აპლიკაციების დეველოპმენტი;

პროდუქტის დიზაინი // UX/UI დიზაინი;

ხოლო კონკრეტული სექტორებისთვის შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტებია:

Altera Audit;

Altera Finance;

Altera HR;

Altera სხვადასხვა სერვისს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებს. მომხმარებელთა რაოდენობის ზრდამ და მათი ინდივიდუალური საჭიროებების განსაზღვრამ, Altera-ს გუნდს დაანახა, რომ თანამედროვე სამყაროში სწრაფად მზარდ ბიზნესს ციფრულ ტრანსფორმაციებთან დაკავშირებული მრავალფეროვანი მომსახურება ესაჭიროება.

Altera-ს შეთავაზებები მოქმედებს მთელი საქართველოს მასშტაბით. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე ციფრული ტრანსფორმაციის შეთავაზებები საკმაოდ უხვადაა, Altera წარმატებულად იყენებს საკუთარ კონკურენტულ უპირატესობას, რომელსაც განაპირობებს, ერთი მხრივ, მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე IT სპეციალისტების გუნდი, ხოლო მეორე მხრივ, Loialte-ს გუნდის ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულებით მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ამ ორი განსხვავებული, თუმცა აუცილებელი კომპეტენციისა და გამოცდილების კომბინაცია Altera-ს უნიკალურ ბრენდად აქცევს.

Altera-ს არაერთი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული სხვადასხვა სფეროს ბიზნესის გაციფრულებაში, დეტალურად იხილეთ პორტფოლიო.

Altera  -  თქვენი ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაციისთვის.

მოგვწერეთ და ვისაუბროთ თქვენი ბიზნესის განვითარების შესახებ.

 

ავტორი: ლაშა კოხრეიძე

შეხვედრის ჩანიშვნა