საგადასახადო კონსალტინგი, ბუღალტრული აუთსორსინგი და იურიდიული აუთსორსინგი სპეციალური პირობებით
„ლოიალტე“ მხარს უჭერს მეწარმეობის განვითარებას საქართველოში და „აწარმოე საქართველოში“-ს ფარგლებში დაფინანსებულ კომპანიებს სთავაზობს განსაკუთრებულ პირობებს საგადასახადო, ფინანსური და იურიდიული მიმართულებით. ჩვენი აუდიტორების და კონსულტანტების გუნდი დაკომპლექტებულია საჯარო თუ კერძო სექტორში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალებით.
სპეციალური შეთავაზება
- „აწარმოე საქართველოში“-ს ფარგლებში დაფინანსებულ კომპანიებს ვთავაზობთ ყოველთვიურ საკონსულტაციო მომსახურებას რომელიც მოიცავს:
- კომპანიის საბუღალტრო ჩანაწერების მონიტორინგი
- საგადასახადო ორგანოში წარსადგენი დეკლარაციების აუდიტი, გამოვლენილ ხარვეზებზე რეკომენდაციის გაცემა
- ინდივიდუალური და კორპორატიული საგადასახადო დაგეგმარება
- ლოკალური და გლობალური გადასახადები
- საგადასახადო ცვლილებების შესახებ მყისიერი ინფორმირება
- ახალი პროდუქტების ფორმირების პროცესში ჩართულობა
- წელიწადში ერთხელ კომპანიის შესაბამისი თანამშრომლის დატრენინგება
იმის გათვალისწინებით, რომ წარმოება და სასტუმროს ბიზნესი განსხვავებულია აღრიცხვის სირთულით და სპეციფიკით, განსხვავდება საგადასახადო კონსლატინგის ყოველთვიური ტარიფიც, კერძოდ ზემოთ ჩამოთვლილი მომსახურებების ღირებულებაა:
- სასტუმროებითვის - 480 ₾ (დღგ-ის ჩათვლით)
- წარმოებისთვის - 820 ₾ (დღგ-ის ჩათვლით)
„აწარმოე საქართველოში“-ს ბენეფიციარებისთვის განსაკუთრებული პირობები გავრცელდება ჩვენს ყველა მომსახურებაზე, კერძოდ, სტანდარტულ ფასთან მიმართებაში 30%-იანი ფასდაკლება შემდეგ სერვისებზე:
- ბუღალტრული აუთსორსი
- წარმომადგენლობა საგადასახადო ორგანოსთან
- წარმომადგნელობა სასამართლოში/არბიტრაჟში
- საგადასახადო დავებში მხარდაჭერა
- წინასწარი გადაწყვეტილების მომზადებაში დახმარება და შემდგომი მხარდაჭერა
- საქმიანი დოკუმენტების მომზადება (ხელშეკრულება, ოქმი და ა.შ.)
- ქონების შეფასება
- დახმარება შესაბამისობასთან (Compliance) საკითხებში
- სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია
- ფინანსური აუდიტი
- საგადასახადო აუდიტი
- ნებისმიერი სახის ტრენინგი
დამატებითი ინფორმაცია
- შეთავაზება ვრცელდება “აწარმოე საქართველოში”-ს ბენეფიციარებზე (როგორც თბილისში, ისე რეგიონებში არსებული ბიზნესებისთვის)
- განაცხადის გაკეთებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში დაგიკავშირდებათ კომპანია „ლოიალტეს“ წარმომადგენელი შემდგომი დეტალების შესათანხმებლად.
- თანამშორმლობისთვის მზად ვართ ნებისმიერი სექტორის წარმომადგენელ კომპანიებთან.
- მოცემული ტარიფებით გაფორმდება 1 წლიანი ხელშეკრულება.