აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია „ლოიალტე“ GITA-ს ბენეფიციარ სტარტაპერებს სთავაზობს საკუთარ მომსახურებებს განსაკუთრებული პირობებით.
ვაცნობიერებთ რა სტარტაპერების ძირითად საჭიროებებს, გთავაზობთ:
- უფასო კონსულტაციას იურიდიულ, საგადასახადო და შესაბამისობასთან (Compliance) დაკავშირებულ საკითხებში. კონსულტაციები განხორციელდება ლოიალტეს ოფისში
- 50%-იან ფასდაკლებას აუთსორსინგულ სერვისებზე - ბუღალტრულ, საგადასახადო, იურიდიული და შესაბამისობის (Compliance) მიმართულებით
- 50%-იან ფასდაკლებას ჩვენი ჯგუფის წევრი კომპანიის Loialte Prof.-ის ყველა ტრენინგზე
- ტრენინგებზე უფასოდ დასწრება - თვის განმავლობაში 3 ტრენინგზე სტარტაპერების უფასოდ დასწრება. დასასწრებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაციის გავლა.
- საინფორმაციო მხარდაჭერას კლიენტებთან კომუნიკაციის პროცესში, კერძოდ, თვეში საშუალოდ 2 პოსტი განთავსდება Loialte-ს სოციალურ ქსელებში, შესაბამისი ბიუჯეტით, რაც ხელს შეუწყობს მათ პოპულარიზაციას. ასევე, ჩვენი პარტნიორი სტარტაპების პროდუქტების/მომსახურებების შესახებ ინფორმაცია გაზიარდება ჩვენს პორტფელში არსებულ კომპანიებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან.
სპარტაპ პაკეტით სარგებლობის შემთხვევაში განსაკუთრებული პირობები გავრცელდება ასევე ჩვენს სხვა მომსახურებებზე, კერძოდ, სტანდარტულ ფასთან შედარებით 30%-50%-იანი ფასდაკლება შემდეგ სერვისებზე:
- წარმომადგენლობა საგადასახადო ორგანოსთან
- წარმომადგენლობა სასამართლოში/არბიტრაჟში
- საგადასახადო დავებში მხარდაჭერა
- წინასწარი გადაწყვეტილების მომზადებაში დახმარება და შემდგომი მხარდაჭერა
- საქმიანი დოკუმენტების მომზადება (ხელშეკრულება, ოქმი და ა.შ.)
- ქონების შეფასება
- სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია
- ფინანსური აუდიტი
- საგადასახადო აუდიტი
დამატებითი ინფორმაცია
- განაცხადის გაკეთებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში დაგიკავშირდებათ კომპანია „ლოიალტეს“ წარმომადგენელი შემდგომი დეტალების შესათანხმებლად.
- თანამშრომლობისთვის მზად ვართ ნებისმიერი სექტორის წარმომადგენელ კომპანიებთან.