img

ინვენტარიზაცია

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით,  2023 წლის საანგარიშო პერიოდიდან, მარტის თვის მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის გრაფები ,,სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი წლის ბოლოს“ და ,,ძირითადი საშუალებები ნაშთი წლის ბოლოს“ გადასახადის გადამხდელების მიერ შესავსებად გახდა სავალდებულო. შედეგად, გადასახადის გადამხდელებს შეეზღუდებათ მოგების გადასახადის მარტის თვის დეკლარაციის წარდგენა, მარაგების ნაშთის გრაფების შევსების გარეშე.

ინვენტარიზაცია გულისხმობს, როგორც სასაქონლო მატერიალური ფასეულობების, ასევე ძირითადი საშუალების აღწერას. მარაგების აღრიცხვა, სისტემატიზაცია და კანონის შესაბამისად დეკლარირება საქართველოში არსებული კომპანიების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის ჯერ კიდევ გამოწვევას წარმოადგენს. მაღალი რისკიანობით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობის, წარმოების და მშენებლობის სფეროები.

რა შემთხვევაშია საჭირო ინვენტარზაცია?

  • როდესაც არსებობს გონივრული ეჭვი რომ მარაგების ფაქტობრივი ნაშთი განსხვავდება ბუღალტრული ჩანაწერებისგან;
  • როდესაც ბიზნესს აინტერესებს ქონების ფაქტიური რაოდენობა;
  • ქონების ყიდვა-გაყიდვისას ან გაქირავების დროს;
  • წლიური ბუღალტრული ნაშთების დასასმელად;
  • მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ან ხელმძღვანელის შეცვლისას;
  • როცა გამოვლენილია ბოროტმოქმედების ან ვანდალიზმის ფაქტები;
  • კომპანიის ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის შემთხვევაში;
  • ძირითადი საშუალებების გადაფასების დროს;

დამკვეთის ინდივიდუალური მოთხოვნიდან გამომდინარე, დამატებით შესაძლებელია ძირითადი საშუალების და მარაგების დაჯგუფება, დასურათება,  შტრიხ კოდების მინიჭება და აღნიშნული ინფორმაციის მენეჯმენტისთვის მოთხოვნილ ფორმატში მიწოდება.

Loialte-ს მიერ ინვენტარიზაციის ჩატარების პროცესი შემდეგნაირად მიმდინარეობს:

  • იქმნება საინვენტარიზაციო ჯგუფი, რომელიც შედგება Loialte-ს წარმომადგენლებისაგან და მარაგებზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირისაგან (რომელიც თავის მხრივ არის კლიენტი კომპანიის წარმომადგენელი).
  • პირველადი დოკუმენტაციის დამუშავების შედეგებით დგება ქონების/მარაგების სია, რომელშიც განსაზღვრულია საინვენტარიზაციო ობიექტების დასახელება, რაოდენობა და ადგილმდებარება.
  • გამოვლენილი ქონების/მარაგების ფაქტიური რაოდენობის შეჯერება მოხდება საბუღალტრო მონაცემებთან და დანაკლისის ან ზედმეტობის დაფიქსირების შემთხვევაში განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის მხრიდან დამატებით დარიცხვადი თანხები.

 

თეიმურაზ აბელაშვილი [email protected]

Loialte Finance, Partner

ყველა სერვისი
საკონტაქტო ინფორმაცია
  • ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა; ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73
  • +995555091100;+995577279798;+995322060818
  • [email protected]
შეხვედრის ჩანიშვნა