img

დეკლარაციების კონტროლი

შემოსავლების სამსახურის მიერ ბოლო წლების განმავლობაში გაძლიერდა დეკლარაციების კონტროლის პროცედურები, შემცირდა პირდაპირ აუდიტის დანიშვნის პრეცედენტები და გაიზარდა დეკლარაციის კონტროლის შედეგად გადაზრდილი აუდიტების რაოდენობა. შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების 2023 წლის საოპერაციო გეგმების შესაბამისად, რესურსის უდიდესი ნაწილი სწორედ დეკლარაციების კონტროლზე მოდის.

დეკლარაციების კონტროლის მომსახურება გულისხმობს, კლიენტის ვალდებულებების შესაბამისად ყველა საჭირო დეკლარაციის მიმდინარე აუდიტს. კერძოდ, ყოველი თვის დასრულების შემდეგ, დეკლარაციების წარდგენის დრომდე (15 რიცხვამდე), მოწმდება კლიენტის მიერ მომზადებული საგადასახადო დეკლარაციების სისწორე. მაღალი რისკიანობით გამოირჩევა გადასახადის გადამხდელი რომელსაც შემოსავლების სამსახურის მიერ განესაზღვრა კატეგორია „საშუალო“.

რა შემთხვევაშია საჭირო დეკლარაციების კონტროლი?

  • როდესაც ბიზნესი დაინტერესებულია რომ საგადასახადო რისკები დააზღვიოს მიმდინარე პერიოდში;
  • როდესაც გონივრული ეჭვი არსებობს რომ ბუღალტრული აღრიცხვისას დაშვებულია შეცდომები;
  • როდესაც ბიზნესს აინტერესებს საგადასახადო ვალდებულებების ზუსტი ოდენობა;
  • მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ან ხელმძღვანელის შეცვლისას;

Loialte-ს მიერ დეკლარაციის კონტროლის პროცესი შემდეგნაირად მიმდინარეობს:

  • მუშავდება RS-ის პორტალზე გადამხდელის გვერდზე არსებული ყველა ინფორმაცია;
  • მოწმდება ბუღალტრულ პროგრამაში ოპერაციების აღრიცხვის სისწორე;
  • დეკლარაციაში ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში კლიენტს წერილობით ეცნობება ამის შესახებ, რათა აღმოფხვრას შეუსაბამობები;
  • როდესაც კლიენტი ადასტურებს ხარვეზების აღმოფხვრას, დეკლარაციები კვლავ ექვემდებარება კონტროლს და კლიენტს ეცნობება, რომ დეკლარაციები შემოწმებულია და შეუძლია წარადგინოს ისინი.

დეკლარაციების კონტროლის მომსახურებით სარგებლობისას, შემოსავლების სამსახურის მხრიდან კონტროლის მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში, ლოიალტეს გუნდი დაგეხმარებათ საგადასახადო ორგანოსთან სწორ კომუნიკაციაში, რათა მართოთ პროცესი ისე, რომ კონტროლის პროცედურა არ გადაიზარდოს საგადასახადო შემოწმებაში.

 

 

თეონა კუნჭულია [email protected]

ასოცირებული პარტნიორი - საგადასახადო მიმართულება

ყველა სერვისი
საკონტაქტო ინფორმაცია
  • ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა; ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73
  • +995555091100;+995577279798;+995322060818
  • [email protected]
შეხვედრის ჩანიშვნა