img

ბიზნესის ანალიზი

ნებისმიერ ბიზნესში აღმასრულებელმა მენეჯერებმა უნდა განსაზღვრონ, დააკვირდნენ და აკონტროლონ კომპანიაში ის ძირითადი მაჩვენებლები, რომლებიც კომპანიის ეფექტურად ფუნქციონირებას, ფინანსურ და საოპერაციო სიჯანსაღესა და სწორად განვითარებას უზრუნველყოფენ, მათ შორის (თუმცა არამხოლოდ) კომპანიის კონკურენტუნარიანობა, საოპერაციო ეფექტიანობა, შემოსავლებისა და ხარჯების სტრუქტურა, მომგებიანობა და ა.შ.

"ლოიალტეს" ფინანსური ექსპერტები გაანალიზებენ და დეტალურ ინფორმაციას მოგიმზადებენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიცაა:

ბიზნესის მამოძრავებელი ძირითადი ფაქტორების ანალიზი - ნებისმიერ ბიზნესს ახასიათებს საკუთარი სპეციფიკა და მნიშვნელოვანია გამოვკვეთოთ ის ძირითადი მიმართულებები და ფაქტორები, რომელიც ბიზნესის წარმატებაზე თუ წარუმატებლობაზე ახდენს ან შესაძლოა მოახდინოს ზეგავლენა მაგ.: დანახარჯების მინიმიზაცია; შემოსავლის დივერსიფიკაცია; მომწოდებლების და გასაღების ბაზრის სუბიექტებთან მოლაპარაკებები და შეთანხმებები; სავალუტო კურსის მერყეობის მიმართ სენსიტიურობა; ფასდადების სტრატეგია და პოლიტიკა და სხვა.

მომგებიანობის ანალიზი - მოგების მიღება ნებისმიერი კომერციული ორგანიზაციის საბოლოო და ძირითად მიზანს წარმოადგენს. მომგებიანობის ანალიზი გულისხმობს კომპანიის შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზს, სამიზნე მაჩვენებელთან შედარებას და ოპტიმიზაციის გზების დასახვას. 

ფასწარმოქმნის ანალიზი - სარეალიზაციო ფასების სწორად ფორმირება, შემდგომ დინამიკაში ამ ფასების კონტროლი და დროული ცვლილებების განხორციელება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ნებისმიერ ბიზნესისთვის (განსაკუთრებით ისეთი ბიზნესებისთვის, რომელთა პროდუქცია თუ მომსახურება განკუთვნილია ფიზიკური პირებისთვის და სენსიტიურია ფასების მცირეოდენ ცვლილებაზეც კი). 

ფინანსური KPI’s შემუშავება, დანერგვა და ანალიზი - KPI (Key Performance Indicators) გულისხმობს იმ ძირითად ინდიკატორებს, რომელიც ბიზნესის წარმატების გასაზომად შეიძლება გამოვიყენოთ მოკლე, საშუალო თუ გრძელვადიან პერიოდში. ინდიკატორების შერჩევა კონკრეტული ბიზნესის სპეციფიკის, ზომისა და სტარტეგიული თუ ტაქტიკური გეგმების გათვალისწინებით დიდი გამოწვევაა. თუ აღნიშნული ინდიკატორები არასწორადაა დადგენილი, მთელი მომდევნო პროცესიც არასწორად წარიმართება და ფინანსური შედეგები და გადაწყვეტილებებიც კონტრასტულად განსხვავებული იქნება რეალისტურისგან. "ლოიალტეს" პროფესიონალი ფინანსისტები დაგეხმარებიან სწორი KPI-ები შემუშავებაში, დანერგვასა და ანალიზში. 

ბენჩმარკინგი - იმისთვის, რომ გავიგოთ ჩვენი საოპერაციო თუ ფინანსური მაჩვენებლები რამდენად რელევანტურია კონკრეტული დარგის/საქმიანობის საშუალო მაჩვენებლებთან, მნიშვნელოვანია სისტემატურად განვახორციელოთ ბენჩმარკინგ ანალიზი, რომელიც გულისხმობს ჩვენი კომპანიის შედეგების დარგის საშუალოსთან მიმართებაში ანალიტიკას და იმ ძლიერი თუ სუსტი წერტილების გამოკვეთას, რომელიც ჩვენს კომპანიას ახასიათებს. მსგავსი ანალიზი შესაძლებლობას გვაძლევს მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლითაც გამოვასწორებთ ჩვენს სუსტ მხარეებს და კიდევ უფრო გავაძლიერებთ წარმატებულ ბიზნეს მიმართულებებს.  

ვალდებულებების მართვა - ბიზნესის წარმოება ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულია სხვადასხვა ვალდებულებების აღებასთან. ვალებუბლებები შესაძლოა იყოს კრედიტორული (მომწოდებლების მიმართ), საბანკო და ა.შ. ვალდებულებში თავისთავად ცუდი არაფერია თუ ეს ვალდებულება კომპანიის საუკეთესო მიზნებს ემსახურება და ფინანსურად ისეა გათვლილი, რომ ფატალური შედეგების მომტანი არ აღმოჩნდება მოკლე, საშუალო თუ გრძელ ვადაში - პირიქით, იდეალურ შემთხევვაში ვალდებულების აღება კომპანიის კონკრეტული მაჩვენებლების გაუმჯობესებას და ზრდა/განვითარებას ემსახურება. ჩვენ დაგეხმარებით ვალდებულებების სტრუქტურის ოპტიმალურად მოწყობასა და შემდგომ სწორად მართვაში. ასევე, "ლოიალტეს" გამოცდილი ფინანსური ექსპერტები ჩაერთვებიან ვალდებულებების აღებისას მოლაპარაკების პროცესში (მაგალითად საფინანსო ინსტიტუტებთან), რომელიც საკმაოდ საპასუხისმგებლო და სპეციფიური საკითხია და შესაბამის ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვს. 

ზემოაღნიშნული სერვისები არასრული ჩამონათვალია იმ მთლიანი პროცესისა, რომელიც ბიზნესის ანალიზს მოიცავს. "ლოიალტეს" პროფესიონალი ფინანსისტები მზად არიან განახორციელონ თქვენი საქმიანობის ანალიზი როგორც ერთჯერადად, ასევე პერმანენტულად და უზრუნველყონ ისეთ რეკომენდაციების მოცემა, რომელიც მიმართული იქნება თქვენი ბიზნესის კიდევ უფრო მეტად ზრადსა და განვითარებაზე. 

მართე რისკები გონივრულად!



თეიმურაზ აბელაშვილი [email protected]

Loialte Finance, პარტნიორი

ყველა სერვისი
საკონტაქტო ინფორმაცია
  • ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა; ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73
  • +995555091100;+995577279798;+995322060818
  • [email protected]
შეხვედრის ჩანიშვნა