img

შინაგანაწესი - კორპორატიული სახელმძღვანელო

ნებისმიერი კომპანია, თავისი პრინციპებით, ღირებულებებით და თავისებურებებით “ინდივიდია”, გააჩნია მისთვის მახასიათებელი ქცევის თავისებურებები, დასაშვები ნორმები და პირიქით. სწორედ ამ მახასიათებლებით გამოირჩევიან კომპანიები თუნდაც იგივე სფეროში ოპერირებადი სხვა კომპანიებისგან.

აღნიშნულ თემებზე ყურადღების შესუსტება ართულებს კომპანიის „ხასიათის“ იდენტიფიცირებას, დასაშვებს ხდის ორმაგი სტანდარტების დამკვიდრებას კომპანიებში, რაც თავის მხრივ კონფლიქტების გამომწვევი მიზეზი შესაძლოა გახდეს. 

კორპორატიული სახელმძღვანელო აერთიანებს ისეთ თემებს როგორიცაა:

  • კომპანიის ღირებულებები
  • კომპანიაში დასაშვები ქცევის ნორმები
  • შიდა საერთო წესები
  • შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები
  • კომპანიაში არსებული მიდგომები და პოლიტიკები

რა მიზანი აქვს შინაგანაწესის შემუშავებას

  • აყალიბებს თანამშრომლებისთვის საერთო მიდგომებს
  • ქმნის რეალისტურ მოლოდინებს დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის 
  • სავალდებულოა კანონმდებლობის შესაბამისად
  • გადამწყვეტ როლს თამაშობს პოზიტიური გარემოს ფორმირებაში

რას ვაკეთებთ ჩვენ

  • ვეცნობით დამკვეთი კომპანიის საქმიანობას და ბიზნეს პროცესებს
  • ვეცნობით დამკვეთი კომპანიის მიზნებს/ხედვებს/პოლიტიკებს/მიდგომებს
  • ვეცნობით დამკვეთი კომპანიის ღირებულებებს და/ან ხელს ვუწყობთ ფორმირებაში
  • ვახორციელებთ მიღებული ინფორმაციის ანალიზს და ამის შემდეგ ვიწყებთ სახელმძღვანელოზე მუშაობას
  • სახელმძღვანელოს ფორმირებას ვახორციელებთ მხოლოდ პოზიტიურ კონტექსტში, ყველასთვის მარტივ და გასაგებ ენაზე

ჩვენი გუნდი ასევე ხელს შეგიწყობთ კორპორატიული ღირებულებების დანერგვაში სხვადასახვა აქტივობებით და ვორქშოფებით. 

კომპანიაში ძლიერი კორპორატიული კულტურა განაპირობებს წესრიგს და ნდობას ურთიერთობებში.

Loialte HR დაგეხმარებათ გახდეთ ბაზარზე კონკურენტუნარიანი და პასუხისმგებლიანი დამსაქმებელი.

 

მარი მეტონიძე [email protected]

Head of HRM agency - Hiro

ყველა სერვისი
საკონტაქტო ინფორმაცია
  • ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა; ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73
  • +995555091100;+995577279798;+995322060818
  • [email protected]
შეხვედრის ჩანიშვნა