img

მთავარი ბუღალტრის მომსახურება

მთავარი ბუღალტრის დაქირავება რთული და საპასუხისმგებლო პროცესია, ამავდროულად დაკავშირებულია მნიშვნელოვან დანახარჯებთან. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით მტკივნეულია მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის.

“ლოიალტე” გთავაზობთ მთავარი ბუღალტრის მომსახურებას, რომლის მეშვეობით თქვენ შეძლებთ შეამციროთ საგადასახადო და საოპერაციო რისკები.

გახსოვდეთ, რომ მთავარი ბუღალტრის აუთსორსინგის შემთხვევაში თქვენ გემსახურებათ კვალიფიციური გუნდი, რაც თავის მხრივ ნიშნავს მუდმივად განახლებულ ინფორმაციას საგადასახადო სიახლეებსა თუ საგადასახადო ორგანოების მიდგომებზე.

მომსახურება მოიცავს

  • საბუღალტრო საქმიანობისა და ბუღალტერიის თანამშრომლებზე დავალებული სამუშაოს კონტროლი;
  • საბუღალტრო ანგარიშთა გეგმის გადახედვა-დამუშავება სწორი ანგარიშგებების მარტივად წარსადგენად;
  • შესაბამისი სამუშაო ინსტრუქციების მომზადება და დანერგვა;
  • ორგანიზაციის ოპერაციების საქართველოს საგადასახადო და სხვა კანონმდებლობასთან შესაბამისობით შესრულების კონტროლი;
  • ბუღალტრული საქმიანობის წარმართვის ორგანიზება ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებთან სრული შესაბამისობით;
  • შესაძლო საგადასახადო რისკების იდენტიფიცირება და დროული რეაგირება, აღმოფხვრა;
  • საბალანსო ანგარიშების კონტროლი;
  • დებიტორული/კრედიტორული დავალიანებების/ანგარიშების კონტროლი;
  • ყოველთვიური საგადასახადო დეკლარაციების შემოწმება;
  • წლიურ დეკლარაციებში წარსადგენ მონაცემთა შემოწმება;
  • საპენსიო სააგენტოში გადასაგზავნი ყოველთვიური დეკლარაციების მონაცემთა შემოწმება;
  • მიმდინარე გადასახადების კონტროლი;
  • დირექტორებისა და დამფუძნებლების მიერ მოთხოვნილი ანგარიშგებების მონაცემთა შემოწმება/ ფორმების შემუშავებაში დახმარება.

*„ლოიალტეს“ მომსახურება დაზღვეულია წამყვანი სადაზღვევო კომპანიის მიერ.

ჩვენ გირჩევთ იყოთ პრაქტიკული და მართოთ რისკები გონივრულად!

ქეთევან ხორავა [email protected]

ბუღალტრული პორტფელის მენეჯერი 

მაგდა გიორგიძე [email protected]

ბუღალტრული პორტფელის საგადასახადო მენეჯერი

ყველა სერვისი
საკონტაქტო ინფორმაცია
  • ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა; ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73
  • +995555091100;+995577279798;+995322060818
  • [email protected]
შეხვედრის ჩანიშვნა