img

ბიუჯეტირება და პროგნოზირება

ბიუჯეტირება და პროგნოზირება მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბიზნესის ფინანსურ დაგეგმარებასა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში.

ბიუჯეტირება გულისხმობს მიზნების დასახვას და მათი მიღწევისათვის საკმარისი რესურსების ალოკაციას. ის არის გენერალური გეგმა, რომელშიც შეფასებულია მოსალოდნელი მისაღები შემოსავლები, ხარჯები და საჭირო ინვესტიციები. ბიუჯეტირება იძლევა საქმიანობის ფინანსური კონტროლის ჩარჩოს, რომელშიც მოცემულია აქტივობების შედეგების შეფასება და საოპერაციო საქმიანობის ორგანიზაციულ მიზნებთან შესაბამისობა.

პროგნოზირება აფასებს ფინანსურ მოლოდინებს სამომავლო ტრენდების გათვალისწინებით, რომელსაც წინ უძღვის ისტორიული ანალიზი, ბაზრის შეფასება და ეკონომიკური ინდიკატორების შეფასება. აღნიშნული ბიზნესს ეხმარება გაურკვევლობებისგან თავის დაცვაში, პოტენციური შესაძლბებლობების და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მღებაში.

დაგეგმარებაში სიფრთხილე ზრდის კომპანიის რეზისტენტულობას შესაძლო შოკებთან მიმართებით და მხარს უჭერს დროულ რეაგირებას საბაზრო პირობების ცვლილებების დროს.

ბიუჯეტირება და პროგნოზირება მოიცავს:

  1. ბიზნესის სიტორიული შედეგების ანალიზს
  2. ეკონომიკური ინდიკატორების შეფასებასა და დაგეგმარებაში მათ გათვალისწინებას
  3. ბაზრის ანალიზს
  4. ტრენდების შეფასებასა და ანალიზს
  5. მოლოდინების შეფასებას
  6. ფინანსური ანგარიშგებების დაგეგმვას

თეიმურაზ აბელაშვილი [email protected]

ლოიალტე ფაინანსი - პარტნიორი / ფინანსური კონსულტანტი

ყველა სერვისი
საკონტაქტო ინფორმაცია
  • ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა; ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73
  • +995555091100;+995577279798;+995322060818
  • [email protected]
შეხვედრის ჩანიშვნა