მოცემული სექტორის ბიზნესი საკმაოდ კომპლექსური და რთულია სამართავად იმ გარემოში, სადაც კონკურენცია მაღალია და მუდამ აქტუალურია სექტორში პროფესიონალი დარგის სპეციალისტების დეფიციტი. მიმდინარე ტენდენცია ფასების ზრდის განაპირობებს ერთეულ გაწეულ მომსახურების ფასის ცვლილების პარალელურად მოხდეს მომსახურების ხარისხის შესაბამება და აქტუალურს ხდის ბიზნესში სწორი აქცენტების გაკეთებას.
ბოლო წლებში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ მხოლოდ საჭირო და გონივრულია დროულად მოხდეს კომპანიის სისუსტეებზე რეაგირება და პოტენციური პრობლემების თუ რისკების პრევენციის მიზნით ადეკვატური აქცენტების გაკეთება. განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს აღრიცხვიანობის და საოპერაციო ეფექტურობის სათანადოდ უზრუნველყოფის კუთხით ისეთი სირთულეები როგორიცაა: სწორი ბუღალტრული აღრიცხვა; სალაროს კონტროლი; შესყიდვების კონტროლი და დანახარჯების ოპტიმიზაცია; კალკულაციების სიზუსტე და განახლება; დაზიანებული პროდუქციის ჩამოწერების ანალიზი და მათი მინიმუმამდე დაყვანა; თანამშრომელთა კვების აღრიცხვა; სწორი ფასდადება; წარმოების ოპერაციების დროული განხორციელება; თვითღირებულების კალკულაციის და ფაქტობრივი დანახარჯების შედარება; რეპორტინგის აწყობა; ეფექტური საოპერაციო პროცესის აწყობა; ფინანსური ანგარიშგებების რეგულარული (ყოველთვიური) წარმოება და სხვა.
მოცემული საკითხები არის ის მინიმუმ ჩამონათვალი, რომელზეც ბიზნეს ოპერაციების მასშტაბის მიუხედავად რეკომენდებულია დროულად გამახვილდეს მენეჯმენტის მხრიდან ყურადღება და არ მოხდეს პრობლემების დაგროვება შემდგომ ერთიანად მათი გამკლავების მიზნით. არასწორი მიდგომა ბიზნესის ინტერესებს საბოლოო ჯამში უფრო მეტად აზარალებს, ვიდრე შეამცირებს დანახარჯებსა თუ უზრუნველყოფს კონკურენტული უპირატესობის შენარჩუნებას. დროული გადაწყვეტილებები და თანამედროვე მიდგომები ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას. სწორი აღრიცხვა გარანტირებულად ნიშნავს სწორ ინფორმაციაზე დაყრდნობით გადაწყვეტილების მიღებას და გამორიცხავს ისეთ ფაქტებს, როდესაც რეალური თვითღირებულება ბუნდოვანია და უცნობია ფაქტობრივი მოგების მარჟები.
განხილულ შემთხვევების თავიდან არიდება რეალური და შესაძლებელია თუ მოხდება აღრიცხვიანობის სიზუსტის სათანადო ზრდა შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების ჩართვით. HoReCa-ს სექტორის განვითარება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების განუყოფელი ნაწილია და შრომით ბაზარზე ქმნის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ადამიანურ კაპიტალზე მოთხოვნას. მოთხოვნის დაკმაყოფილებასა და კადრების შესაბამის ცოდნა-გამოცდილებას შორის არის ყოველთვის ჩამორჩენა, რომელიც ქმნის ბაზარზე მაღალკვალიფიციურ ადამიანურ რესურსის მიწოდებაზე ბუნებრივ დეფიციტს. რეკომენდებულია თანამშრომლების განვითარებაში მუდამ ხორციელდებოდეს ბიზნესის მხრიდან საჭირო ფინანსური რესურსებს გამოყოფა, რათა აღნიშნული სისუსტე დაიძლიოს და ბიზნეს სექტორს მიეცეს უკეთესი და უფრო სწრაფი განვითარების შესაძლებლობა. ამასთანავე შემოსავლების ზრდა მაღალ კორელაციაშია მომსახურების ხარისხთან, აღრიცხვიანობის სიზუსტესა და საოპერაციო პროცესის გამართულობასთან რაც კომპანიის მომგებიანობის ზრდის სამართლიანი და ლოგიკური განვითარების მოლოდინია.