ფინანსური ბროკერი
საფინანსო ინსტიტუტებთან (განსაკუთრებით კი ბანკებთან) ურთიერთობა ჩვენს თანამედროვე რეალობაში ბიზნესის წარმოების განუყოფელი ნაწილია. საბანკო მომსაუხრება გვჭირდება იმისთვის, რომ გვქონდეს ანგარიშები და შევძლოთ გადახდების განხორციელება როგორც ლოკალურად, ისე ქვეყნის გარეთ, შემოსავლების მიღება, ბიუჯეტთან ანგარიშსწორება, საკრედიტო და სადეპოზიტო პროდუქტებით სარგებლობა, სავალუტო ოპერაციების განხორციელება და ა.შ.
სწორედ საბანკო მომსახურების პრაქტიკულმა საჭიროებამ განაპირობა აღნიშნული სექტორის სწრაფი განვითარება და დღეს ბანკები გარდა სესხებისა და დეპოზიტებისა გვთავაზობენ ბევრ სხვა კომპლექსურ სერვისებს, რომელთა შერჩევის/არჩევის პროცესში ხშირად საჭიროა პროფესიონალური აზრი და სპეციფიური გამოცდილება, რათა შევძლოთ და მივიღოთ სწორედ ჩვენზე მორგებული პროდუქტი ოპტიმალური პირობებით.
მიუხედავად საფინანსო პროდუქტების მრავალფეროვნებისა, კომპანიებს ყველაზე ხშირად მაინც სჭირდებათ სასესხო პროდუქტები. სესხის ასაღებად კომპანიებს უწევთ შესაბამისობაში მოვიდნენ ბანკის მოთხოვნებთან, კერძოდ - ჰქონდეთ საკმარისი მომგებიანობა, გონივრული ხარჯების სტრუქტურა, ლეგალურობის მაღალი ხარისხი, სათანადო უზრუნველყოფა და ა.შ.
ლოიალტე გთავაზობთ ქართული ბაზრისთვის ინოვაციურ პროდუქტს - ფინანსური ბროკერი.
ფინანსური ბროკერის მომსახურება გულისხმობს მცირე, საშუალო თუ მსხვილი მეწარმეების მხარდაჭერას საბანკო ინსტიტუტებთან (და არამხოლოდ) ურთიერთობის პროცესში, რაც თავის მხრივ მოიცავს:
- დამკვეთი კომპანიის საჭიროებების კვლევა - იმისთვის, რომ საფინანსო ინსტიტუტისგან მოვითხოვოთ კონკრეტული პროდუქტი კონკრეტული პირობებით, აუცილებელია თავად გვესმოდეს საკუთარი საჭიროებების შესახებ. რაც უფრო კარგად ვიცით რა გვჭირდება, უფრო მყარი არგუმენტები გვაქვს საფინანსო სინტიტუუტებთან ურთიერთობისთვის, თუმცა უპირველესად მაინც უფრო მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ რამდენად საჭიროებს ჩვენი კომპანია დამატებითი ფინანსების მოზიდვას ან სხვა ნებისმიერი საფინანსო პროდუქტით სარგებლობას.
- დამკვეთს კომპანიის პროფილის მომზადება საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობისთვის - საფინანსო ინსტიტუტები გადაწყვეტილებებს უმეტესწილად იმ არსებული თუ პოტენციური რისკების გათვალისწინებით იღებენ, რომელიც დაკავშირებულია კლიენტ კომპანიასთან. რისკებს შეიძლება სხვაადსხვა ფაქტორები აჩენდეს, მათ შორის - კლიენტის მოუწესრიგებელი ბუღალტერია და ფინანსური მენეჯმენტი, გაუმართავი ბიზნეს მოდელი, სტარტეგიული დაგგემარების არ არსებობა, არაეფექტური ოპერაციები, ადამიანური რესურსის სიმწირე, ტექნოლოგიური განვითარების დაბალი დონე და ა.შ. რაც უფრო მაღალია რისკი, მით უფრო უარესდება პირობები საფინანსო პროდუქტებზე, რომელსაც საფინანსო ინსტიტუტი გთავაზობთ, ან უარეს შემთხვევაში საერთოდ უარეს გეუბნებიან თანამშრომლობაზე. ყოველიზე ზემოხსენებული რისკების გამოსარიცხად/შესამცირებლად ლოიალტეს გუნდი უზრუნველყოფს კომპანიის მომზადებას ისე, რომ მისი პროფილი აკმაყოფილებდეს საფინანსო ინსტიტუტების მიერ მოთხოვნილ სტანდარტებს და უზრუნველყოფდეს საფინანსო პროდუქტებზე საუკეთესო პირობების მიღებას.
- ადგილობრივ თუ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან კომუნიკაცია და საფინანსო პროდუქტებზე საუკეთესო პირობების მიღება - საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობა (განსაკუთრებით თუ საქმე ეხება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს) სპეციფიური პროცესია და ამ პროცესის სწორად წარმართვაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ის შედეგები, რომელსაც კომპანია საბოლოოდ იღებს. ასევე, ხშირად კომპანიები დმაოკიდებულნი ხდებიან მხოლოდ ერთი საფინანსო ინსტიტუტის შეთავაზებებზე, რაც მათ უხშობს შესაძლებლობას, რომ განიხილონ სხვა ორგანიზაციების შემოთავაზებები (რაც რიგ შემთხვევაში შესაძლოა უფრო კონკურენტული იყოს). ლოიალტეს ფინანსური ბროკერები კარგად იცნობენ ადგილობრივ და იმ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, რომლებიც საქართველოში და რეგიონის ქვეყნებში ოპერირებენ და შეუძლიათ მარტივად და ეფექტურად დაამყარონ მათთან ურთიერთობა ახალი შესაძლებლობების და ამ შესაძლებლობებზე საუკეთესო პირობების მოძიების მიზნით, ასევე შეუძლიათ ერთმანეთს შეადარონ შემოთავაზებული პროდუქტები და შემოგთავაზონ ექსპერტული რეკომენდაციები.
- სასესხო პროექტის მომზადება საფინანსო ინსტიტუტთან წარსადგენად და დაფინანსების პროცესის ადმინისტრირება - ბანკის (ან სხვა საფინანსო ინსტიტუტის) მიერ დაფინანსება დაკავშრებულია კლიენტი კომპანიის სხვადასხვა მიმართულებით ანალიზთან, რასაც მთლიანობაში სასესხო პროექტს ვუწოდებთ (სადაც თავმოყრილია ინფორმაცია კლიენტის ფინანსების, უზრუნველყოფის, ბიზნეს გეგმის, სტარტეგიის და ა.შ. შესახებ). იმისთივს, რომ ურთერთობა კომფორტული და შედეგიანი იყოს, მნიშვნელოვანია, რომ ბანკთან მოხდეს ხარისხიანი სასესხო პროექტის წარდგენა. ლოიალტეს ფინანსური ბროკერები უზრუნველყოფენ ერთის მხრივ კომპანიის კრედიტუნარიანობის განსაზღვრას და მეორეს მხრივ ყველა საჭირო დოკუმენტის მოგროვებას და ბანკისთვის იმგვარად მიწოდებას, რომ ეს მისთვის მისაღები და განხილვადი იყოს.
გარდა მოთხოვნილი დოკუმენტების მიწოდებისა, ბანკის მიერ მოთხოვნილი პროდუქტის განხილვის პროცესში მუდმივად ჩნდება საკითხები, რომელიც მოითხოვს კლიენტის კომპანიის ჩართულობას და შესაბამისი არგუმენტაციის წარდგენას. აღნიშნული პროცესი ასევე საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლოა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მოლაპარაკება მიმდინარეობს პარალელურად რამდენიმე საფინანსო ინსტიტუტთან. ლოიალტეს თანამშრომლები უზრუნველყოფენ საფინანსო ინსტიტუტთან ურთიერთობის სრული პროცესის წარმართვას.
- საფინანსო ინსტიტუტთან განგრძობითი ურთერთობა დამკვეთის ნაცვლად - ბიზნესს საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობა სჭირდება განგრძობითად, იქნება ეს სასესხო თ სხვა პროდუქტების თვალსაზრისით, შესაბამისად ამ ურთიერთობას სჭირდება იმგვარად შენარჩუნება, რომ კომპანიას საჭიროებისამებრ შეეძლოს მისთვის სასურველ და აუცილებელ რესურსებზე წვდომა. ლოიალტეს პროფესიონალი თანამშრომლები იზრუნებენ, რომ თქვენი ურთერთობა ბანკთან იყოს ხანგრძლივი და სამართლიანი. ამ უკენასკნელში იგულისხმება ის, რომ თუ გარკვეულ მომენტში მომსახურე საფინანსო ინსტიტუტის შემოთავაზება აღარ იქნება კონკურენტული ბაზარზე, ჩვენ უზრუნველვყოფთ ამის შესახებ კლიენტის ინფორმირებას და ალტერნატივების მოძიებას.
შენიშვნა: ზემოთ მოცემული მომსახურებების სიიდან შესაძლოა რიგ შემთხვევებში კონკრეტულ დამკვეთს მხოლოდ ერთი ან რამდენიმე საჭიროება ჰქონდეს და მომსახურების გაწევაც შესაბამისად მოხდეს.
ბენეფიტები - რატომ უნდა ისარგებლოთ ლოიალტეს ფინანსური ბროკერის მომსახურებით
- პროფესიონალიზმი - ლოიალტეს გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალი ფინანსისტებით, რომლებსაც საბანკო სექტორში მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება აქვთ.
- ფინანსური კონსულტაცია - ხშირად კომპანის აქვს განცდა, რომ სჭირდება დამატებით ფინანსური რესურსის მოზიდვა, თუმცა დეტალური ფინანსური ანალიზის შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე, რომ ამის საჭიროება არ არსებობს, ან არ არსებობს ასეთი მოცულობით. ლოიალტესთან თანამშრომლობით თქვენ შეძლებთ განსაზღვროთ რა ხარისხით და რა ფორმით გჭირდებათ საფინანსი ინსტიტუტთან ურთიერთობა.
- ურთერთობა ერთ კომპანიასთან - გარდა საფინანსო სერვისებისა ლოილატე აერთიანებს მრავალფეროვან პროფესიულ სერვისებს და თქვენ არ გიწევთ სხვადასხვა სერვსიებზე რამდენიმე კომპანიასთან ურთიერთობა.
- დაზოგილი დრო - საფინანსო ინსტიტუტებთან ურთერთობა დაკავშირებულია გარკვეულ დროსთან და ეს დრო იზრდება, როცა თქვენ ცდილობთ შემოთავაზებები მიიღოთ სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციისგან. ლოიალტეს ექსპერტები ამას ტქვენს ნაცვლად გააკეთებენ.
- დაზოგილი ფინანსები - ლოიალტესთან თანამშრომლობით თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ბაზარზე არსებული საუკეთესო პირობები ნებისმიერ საფინანსო პროდუქტეზე, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ თქვენ მნიშვნელოვნად ზოგავთ თანხებს, რომელიც რჩება თქვენს ბიზნესში და ხმარდება კომპანიის უფრო სწრაფად განვითარებას.
რითი განსხვავდება ლოიალტეს მომსახურება პირადი ბანკირის მომსახურებისგან (რომელსაც ბანკი გთავაზობთ)? განსხვავება შეიძლება ბევრი ვიპოვოთ, თუმცა შეგვიძლია რამდენიმე მათგან გამოვყოთ:
- ლოილატეს წარმოადგენს დამოუკიდებელ მხარეს, რომლის ინტერესია, რომ კლიენტმა კომპანიამ მიიღოს საუკეთესო პირობა საფინანსო პროდუქტებზე და ამ მიზნის მისაღწევად ქმნის ჯანსაღ კონკურენციას სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტებს შორის;
- ლოიალტეს ექსპერტებს შეხება აქვთ ბაზარზე არსებულ სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტებთან (როგორც საქართველოში, ისე მის გარეთ), რაც საშუალებას გვაძლევს, რომ ვფლობდეთ მუდმივად განახლებულ ინფორმაცია არა მხოლოდ ერთი კონკრეტულ ბანკში, არამედ მთელს სისტემაში არსებულ ტენდენციებსა და საფინანსო პროდუქტებზე;
- ლოიალტე გპირდებათ მთელი პროცესის უზრუნველყოფას, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს სხვადასხვა საკონსულტაციო თუ აუთსორსინგულ მომსახურებასთან, მათ შორის ბუღალტერია, ფინანსური მენეჯმენტი,
მომსახურების ღრებულება - ფინანსური ბროკერის მომსახურების მოცულობა და ხანგრძლივობა შესაძლოა განსხვავებული იყოს ყველა კლიენტის შემთხვევაში რის გამოც მომსახურების ღირებულების დადგენა ხდება ინდივიდუალურად, კლიენტის საჭიროებების შეფასების და სამუშაოს მოცულობაზე შეთანხმების შემდეგ. მეტი სიცხადისთვის, ფასწარმოქმნა დამოკიდებულია ქვემოთ ჩამოთვლილ (და არამარტო) ფაქტორებზე:
- საფინანსო პროდუქტების რაოდენობა და მათ მახასიათებლები, რომლის მიღებაც სურს დამკვეთს საფინანსო ინსტიტუტისგან - მაგ: სესხის მოცულობა;
- კლიენტის ფინანსური აღრიცხვიანობის ლეგალიზაციის დონე;
- რამდენიმე კომპანიის ფინანსების კონსოლიდირების საჭიროება (თუ დამკვეთი წარმოადგენს კომპანიათა ჯგუფს);
- ბანკთან წარსადგენი დოკუმენტაციის (მათ შორის ბუღალტრული ჩანაწერების) ხარისხი;
- საფინანსო ინსტიტუტების რაოდენობა, რომელთანაც პარალელურ რეჟიმში მოგვიწევს ურთერთობა;
- სამუშაოების მოცულობა დღეების ჭრილში, საჭირო თანამშრომელთა რაოდენობა და ა.შ.
- რამდენად სწრაფად სჭირდება დამკვეთს საფინანსო პროდუქტის (მაგ: სესხის) მიღება;
- და სხვა
როგორ მიმდინარეობს მომსახურების პროცესი?
- დამკვეთთან შეხვედრა და პირველადი გასაუბრება
- დამკვეთს ფინანსური მდგომაროების პირველადი შეფასება, რათა მივიღოთ გადაყწვეტილება თანამშრომლობის გაგრძელებაზე
-
დამკვეთთან შეთანხმება და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება
-
დამკვეთს კომპანიის პროფილის დეტალური შესწავლა, ხარვეზების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციები აღნიშნული ხარვეზების გამოსასწორებლად.
-
საფინანსო პროდუქტების შერჩევა, აღნიშნულის განხილვა დამკვეთთან და დასტურის საფუძველზე კომუნიკაციის დაწყება სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტებთან
-
საფინანსო ინსტიტუტებისგან მიღებული შემოთავაზებების მოკლე სიის (short list) ფორმირება, დამკვეთთან შეთანხმება და შესაბამის საფინანსო ინსტიტუტში/ებში განაცხადის გაკეთება
-
საფიანნსო ინსტიტუტისგან მოთხოვნილი ინფორმაციის მათთვის მისაღები ფორმით მიწოდება, მათ შორის:
- ფინანსური/საბუღალტრო უწყისები;
- უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება;
- განხილვის პროცესში ნებისმიერ საკითხზე დამკვეთს სახელით კომუნიკაციის განხორციეელბა;
Loialte Finance, პარტნიორი
ყველა სერვისი
საკონტაქტო ინფორმაცია
- ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა; ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73
- +995555091100;+995577279798;+995322060818
- [email protected]