img

M&A და Due Diligence სერვისები

M&A (შერწყმა & შთანთქმა) გულისხმობს მოქმედი ბიზნესის სხვა ბიზნესთან შერწყმას და ამ/სხვა ბიზნესის მიერ შთანთქმას. აღნიშნული პროცესი ძალიან სპეციფიურია და ამავდროულად სპეციფიურ ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვს როგორც საოპერაციო, ისე ფინანსური თვალსაზრისით. 

M&A-ის განუყოფელი ნაწილია ე.წ. Due diligence პროცესი, რომელიც მოიცავს ყველა იმ ინფორმაციის მოძიებასა და გაანალიზებას, რომელიც სამიზნე კომპანიასთან არის დაკავშირებული და შესაძლოა გარკვეულ გავლენას ახდენდეს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაზე. 

"ლოიალტეს" პროფესიონალი ფინანსისტები და იურისტები დაგეხმარებიან შერწყმასა და შთანთქმასთან დაკავშირებული მთელი პროცესის ისე წარმართვაში, რომ თქვენი გადაწყვეტილებები მაქისმალურად რაციონალური და მომგებიანი იყოს. კერძოდ, ჩვენი შემოთავაზება მოიცავს:

  • Due Diligence და ბიზნესის შეფასება
  • M&A სტრატეგიის განვითარება და მხარდაჭერა
  • მოლაპარაკებების პროცესში მხარდაჭერა 

მართე რისკები გონივრულად!



თეიმურაზ აბელაშვილი [email protected]

Loialte Finance, პარტნიორი

ყველა სერვისი
საკონტაქტო ინფორმაცია
  • ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა; ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73
  • +995555091100;+995577279798;+995322060818
  • [email protected]
შეხვედრის ჩანიშვნა