ფინანსური დაგეგმვა და ანალიზი
ფინანსური დაგეგმვა და ანალიზი (FP&A) მოიცავს კომპანიის არსებული ფინანსური მდგომარეობის ანალიტიკას, შეფასებასა და ამ სხვა უმნიშვნელოვანეს ინფორმაციაზე დაყრდნობით სწორი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში მხარდაჭერას.
აღნიშნული სერვისი CFO აუთსორსინგისგან განსხვავდება იმით, რომ CFO - ფინანსური დირექტორი/მენეჯერი პასუხისმგებელია როგორც ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაზე, ასევე მის სწორად და ეფექტიანად აღსრულებაზე, ხოლო ფინანსური ანალიტიკოსის (ანალიზი და დაგეგმვა) სამუშაო შემოიფარგლება რეკომენდაციების გაცემით, რომლის აღსრულება დამკვეთი კომპანიის პრეროგატივაა.
ფინანსური დაგეგმვისა და ანალიზის მომსახურება განსაკუთრებით მოსახერხებელია ისეთი კომპანიებისთვის, რომლებსაც კომპანიის შიგნით არ ჰყავთ თანამშრომლები ან არ აქვთ საკმარიის დროითი რესურსი, რომ ფინანსური ანალიზი განახორციელონ, თუმცა ჰყავთ თანამშრომლები, რომლებსაც შეუძლიათ მიღებული გადაწყვეტილებების ხარისხიანად და ეფექტურად აღსრულება.
"ლოიალტესთან" თანამშრომლობის შემთხევევაში თქვენ გემსახურებათ არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ფინანსური ანალიტიკოსი, არამედ პროფესიონალი ფინანსისტების გუნდი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი სირთულისა და სპეციფიკის ამოცანას მასზე მორგებული გადაწყვეტა მოუძებნოს.
მართე რისკები გონივრულად!
Loialte Finance, პარტნიორი
ყველა სერვისი
საკონტაქტო ინფორმაცია
- ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა; ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73
- +995555091100;+995577279798;+995322060818
- [email protected]