img

HR აუდიტი/დიაგნოსტიკა

ადამიანური რესურსების მართვის პროგრამების და პროცესების გამართულობას გადამწყვეტი როლი აქვს ორგანიზაციების ძირითადი მიზნების მიღწევაში. ამასთან, მნიშვნელოვანია პროცესები მიმდინარეობდეს კანონმდებლობის შესაბამისად და ხელს უწყობდეს ორგანიზაციის შიგნით ჯანსაღი გარემოს ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებას.

რა შედეგები შეიძლება მოიტანოს HR ოპერაციების არასწორად მიმდინარეობამ:

  • სამართლებრივი რისკების ზრდა
  • გაუმართავი შიდა კომუნიკაცია
  • არამიზნობრივი ფინანსური ხარჯი
  • მიზნების მიუღწევლობა ან/და ვადაგადაცილებული პროექტები
  • უკმაყოფილო თანამშრომელი
  • სამუშაოს შესრულების დაბალი ხარისხი
  • დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის განსხვავებული მოლოდინები
  • რეპუტაციული ზიანი

HR აუდიტი გულისხმობს ორგანიზაციაში HR პროცესების და პროგრამების შესწავლას, დოკუმენტაციის გაცნობის, მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებისა და თანამშრომლებთან გასაუბრების გზით.

HR აუდიტის პროცესში ყურადღება იქნება გამახვილებული შემდეგ საკითხებზე:

  • თანამშრომლებთან დაკავშირებული მონაცემების ადმინისტრირება და მართვა
  • ფინანსური ანგარიშსწორების პროცესი და თანმდევი დოკუმენტაცია
  • შრომით ურთიერთობებთან და უფლებებთან დაკავშირებული საკითხები
  • პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სამუშაოების დიზაინი და შესაბამისი პროცედურები
  • კორპორატიული კულტურა და შიდა სახელმძღვანელო
  • შიდა კომუნიკაცია და თანამშრომლების ინფორმირებულობა
  • სხვა HR პროექტები და პროგრამები

Loialte HR დამკვეთს ეხმარება პროცესების სიღრმისეული ანალიზის საფუძველზე მკაფიოდ დაინახოს ძლიერი და სუსტი ზონები და დროულად შეძლოს საფრთხეების პრევენცია. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, HR აუდიტისთვის დახარჯული რესურსი მიზერულია იმ რისკებთან და რიგ შემთხვევებში რეალიზებულ შედეგებთან შედარებით, რომელიც აღნიშნული პროცესების გაუმართაობამ შეიძლება მოუტანოს კომპანიას.

Loialte HR დაგეხმარებათ გახდეთ ბაზარზე კონკურენტუნარიანი და პასუხისმგებლიანი დამსაქმებელი.

მარი მეტონიძე [email protected]

Head of HRM agency - Hiro

ყველა სერვისი
საკონტაქტო ინფორმაცია
  • ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა; ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73
  • +995555091100;+995577279798;+995322060818
  • [email protected]
შეხვედრის ჩანიშვნა