img

გუნდის წევრების მოძიება და შერჩევა (რეკრუტინგი)

დღევანდელ რეალობასა და კონკურენციის პირობებში გუნდის წევრის შერჩევა, საკმაოდ საპასუხისმგებლო ამოცანაა და არც თუ ისე მარტივი პროცესების მართვას მოითხოვს. ხშირია შერჩევის პროცესში დაშვებული შეცდომები, რაც ორივე მხარისთვის იწვევს არასწორი მოლოდინების ჩამოყალიბებას და შერჩეული თანამშრომლის მხრიდან კომპანიის მალევე დატოვებას. შედეგად კომპანია, მისთვის სასურველი თანამშრომლის ნაცვლად, იღებს მხოლოდ არამიზნობრივად დახარჯულ დროით და ფინანსურ რესურსს.

Loialte HR მზად არის დაგეხმაროთ გუნდის წევრების შერჩევაში ნებისმიერ პოზიციაზე და თავიდან აგარიდოთ შერჩევის პროცესთან დაკავშირებული შრომატევადი საორგანიზაციო საქმეები. ასევე, ხელს შეგიწყობთ სწორად მოახდინოთ თქვენი კომპანიის პოზიციონირება კანდიდატებთან და გაგიზიარებთ რჩევებს, რათა ახალი თანამშრომლის კომპანიაში ინტეგრირების პროცესი გახადოთ შედეგიანი, რაც თავის მხრივ ზრდის მათი ხანგრძლივად შენარჩუნების ალბათობას.

შერჩევის პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  • დამსაქმებლის მოთხოვნების და პირობების სწორად იდენტიფიცირება
  • დამსაქმებლის კულტურის, მიზნების და მახასიათებლების გაცნობა
  • სამუშაო აღწერის დამსაქმებელთან ერთად განსაზღვრა და ჩამოყალიბება
  • დამსაქმებლის სწორად პოზიციონირება
  • შერჩევისთვის შესაბამისი არხების, ეტაპების და კრიტერიუმების განსაზღვრა
  • განაცხადის მომზადება და განთავსება
  • კანდიდატებთან შეხვედრა, შესაბამისობის განსაზღვრა და შეთავაზების გაკეთება
  • ე.წ. „მოკლე სიის“ დამსაქმებლისთვის წარდგენა
  • დაქირავების პროცესის მონიტორინგი და დაქირავების შემდგომ გარკვეული პერიოდულობით უკუკავშირის მიღება, როგორც დამსაქმებლისგან, ისე დასაქმებულისგან.

კანდიდატების შერჩევის პროცესში ვიყენებთ სხვადასხვა არხებს, მათ შორის გვეხმარება ლოიალტეს ჯგუფის წევრი კომპანია - დასაქმების პორტალი www.hiro.ge, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას მისი, მუდმივად განახლებადი ბაზიდან მოკლე დროში გვაპოვნინოს შესაბამისი კანდიდატები.

გარდა ამისა, მოძიებას ვახდენთ სოციალურ ქსელებში, სადაც ძალიან აქტიურად ვართ წარმოდგენილი. მათ შორის, hiro-ს მიერ შექმნილია დასაქმების მაძიებელთა ჯგუფი, რომელიც რამდენიმე ათეულ ათას ადამიანს აერთიანებს მთელი საქართველოს მასშტაბით. აღნიშნული ჯგუფი საშუალებას გვაძლევს არა მხოლოდ გავაზიაროთ ვაკანსიები, არამედ ინტერაქციაში შევიდეთ დაინტერესებულ დასაქმების მაძიებლებთან.

Loialte HR დაგეხმარებათ გახდეთ ბაზარზე კონკურენტუნარიანი და პასუხისმგებლიანი დამსაქმებელი.

მარი მეტონიძე [email protected]

Head of HRM agency - Hiro

ყველა სერვისი
საკონტაქტო ინფორმაცია
  • ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა; ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73
  • +995555091100;+995577279798;+995322060818
  • [email protected]
შეხვედრის ჩანიშვნა