img

HR კონსალტინგი

ორგანიზაციის განვითარებას და სტრატეგიული მიზნების მიღწევას დროული და გონივრული გადაწყვეტილებების მიღება უზრუნველყოფს. სამუშაო გარემოს მართვა, გამართული შიდა კომუნიკაცია, მაღალი დონის კორპორაციული კულტურა, სამუშაოს შესრულების ხარისხი, დამსაქმებლის მაღალი რეპუტაცია და ა.შ. - ეს ის ძირითადი საკითხებია, რომელთა სწორად წარმართვა განაპირობებს ორგანიზაციის წარმატებას.

Loialte HR დამკვეთს სთავაზობს საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებულ, მათზე მორგებულ გადაწყვეტებსა და რეკომენდაციებს, თემებზე, როგორიცაა:

  • HR სტრატეგიის შემუშავება
  • კორპორაციული კულტურის განვითარება და დანერგვა
  • HR რისკების მართვა და პრევენცია
  • HR ოპერაციების გამართულად ფუნქციონირება
  • HR ანალიტიკა
  • სტრუქტურული ერთეულების როლების განსაზღვრა
  • სამუშაო აღწერილობების ფორმირება KPI's განსაზღვრა
  • ახალი თანამშრომელის შერჩევა და "ონბორდინგი"
  • შიდა საკომუნიკაციო სისტემების მოწყობა/რევიზია
  • უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები
  • თანამშრომლების მაღალი ჩართულობისთვის ხელშემწყობი აქტივობები
  • პროგრამები/პროექტები თანამშრომელთა განვითარებისათვის
  • კონკურენტული სარგებლის (ბენეფიტების) სქემა თანამშრომელთა მოტივაციის გასაზრდელად

რიგ შემთხვევებში, HR-თან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა შესაძლოა მოითხოვდეს სხვა სფეროს პროფესიონალების ჩართულობას (მაგ: იურიდიული და შესაბამისობასთან დაკავშირებული საკითხები, ფინანსები, გადასახადები, ორგანიზაციული მართვა და ა.შ.). შესაბამისად, Loialte, გარდა HR მომსახურებისა, მომხმარებლებს სთავაზობს მომსახურებათა ფართო სპექტრს (www.www.loialte.com.ge), რაც საშუალებას გვაძლევს, ნებისმიერ საკითხზე, მათ შორის ზემოთ მოცემულ საკითხებზე, ვისმჯელოთ და გადაწყვეტილებები მივიღოთ საკუთარი გუნდის შიგნით, ეს კი თავის მხრივ ზრდის ოპერატიულობის ხარისხს და უზრუნველყოფს საუკეთესო გადაწყვეტების/რეკომენდაციების შეთავაზებას დამკვეთისთვის.

ჩვენი მომსაუხრება არ შემოიფარგლება მხოლოდ კონსალტინგით - ასევე, გთავაზობთ ჩვენს მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციების დანერგვაში ხელშეწყობას.

Loialte HR დაგეხმარებათ გახდეთ ბაზარზე კონკურენტუნარიანი და პასუხისმგებლიანი დამსაქმებელი.

მარი მეტონიძე [email protected]

Head of HRM agency - Hiro

[email protected]

ყველა სერვისი
საკონტაქტო ინფორმაცია
  • ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა; ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73
  • +995555091100;+995577279798;+995322060818
  • [email protected]
შეხვედრის ჩანიშვნა