img

ბუღალტრული აუთსორსინგი

სწორი ბუღალტრული აღრიცხვა საგადასახადო რისკების პრევენციის საუკეთესო საშუალებაა, გამოცდილი ბუღალტრის დასაქმება კი საკმაოდ ძვირი სიამოვნება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საგადასახადო კანონმდებლობა დინამიურად იცვლება და რთულია მუდმივად სიახლეების მიდევნება.

ლოიალტეს პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გუნდი გთავაზობთ სრულ საბუღალტრო მომსახურებას, რომელიც მოიცავს:

  • აღრიცხვის წარმოება მოქმედ სტანდარტებთან და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში;
  • პირველად დოკუმენტაციაზე დაყრდნობით ოპერაციების წარმოება ელექტრონულ პროგრამაში;
  • პირველადი დოკუმენტაციისა და ხელშეკრულების ფორმებით უზრუნველყოფა;
  • საბანკო ოპერაციების წარმოება და კონტროლი;
  • დებიტორ-კრედიტორების კონტროლი;
  • სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთების კონტროლი;
  • ძირითადი საშუალებების აღრიცხვა;
  • ყოველთვიური და ყოველწლიური საგადასახადო დეკლარაციების  მომზადება  და წარდგენა;
  • ფინანსურ და საგადასახადო  საკითხებზე  კონსულტაცია;
  • გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კონტროლი.
  • ყოველთვიური ანგარიშგება:
    • დებიტორ-კრედიტორების ანგარიშგება;
    • სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთები;
    • ფულის ნაშთი;
    • შემოსავლების ანგარიშგება;
    • სალაროს მოძრაობის უწყისი;
    • ხარჯების ანგარიშგება;
    • ხელფასების ანგარიშგება;
    • გადასახადების ანგარიშგება.
    • ფინანსური ანგარიშგების მომზადება:
      • სრული შემოსავლის ანგარიშგება (მოგება/ზარალი);
      • ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება;
      • ფულადი ნაკადების მოძრაობის ანგარიშგება;
      • კაპიტალის მოძრაობის უწყისი.

*მომსახურება იყოფა 3 პაკეტად შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის მიხედვით.

*ლოიალტესმომსახურება დაზღვეულია წამყვანი სადაზღვევო კომპანიის მიერ.

ჩვენ გირჩევთ იყოთ პრაქტიკული და მართოთ რისკები გონივრულად!

ქეთევან ხორავა [email protected]

ბუღალტრული პორტფელის მენეჯერი 

მაგდა გიორგიძე [email protected]

ბუღალტრული პორტფელის საგადასახადო მენეჯერი

ყველა სერვისი
საკონტაქტო ინფორმაცია
  • ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა; ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73
  • +995555091100;+995577279798;+995322060818
  • [email protected]
შეხვედრის ჩანიშვნა