დებიტორული პორტფელის მართვა სამართალწარმოების გზით
დღესდღეისობით, დებიტორული დავალიანება ყველაზე მტკივნეულ საკითხს წარმოადგენს თითქმის ყველა მეწარმე სუბიექტისთვის, განურჩევლად თუ რომელი ეკონომიკური საქმიანობის წარმომადგენელია ესა თუ ის მეწარმე სუბიექტი.
სწორედ ამ მნიშვნელოვან საკითხებზე contractor - გთავაზობთ დებიტორული დავალიანების ამოღებისა და მართვის მომსახურებას, როგორც წინა სამართლებრივი ღონისძიებებით, ასევე დავის დაწყებას სამართალწარმოების გზით.
სწრაფი და ეფექტური შედეგის მისაღებად, ძალიან მნიშვნელოვანია დებიტორული პორტფელის მართვისთვის სწორი სტრატეგიის შემუშავება და სწორი სამართალწარმოების მოდელის შერჩევა, რათა პროცესები სრულყოფილად და ეფექტურად განხორციელდეს. ეს უკანასკნელი კი დამოკიდებულია ამ მიმართულებაში მრავალწლიან გამოცდილებაზე.
"ლოიალტეს" გუნდს ამ მიმართულებით აქვს მრავალწლიანი და მრავალპროფილური გამოცდილება (ერთობლივად 500+ ქეისის მართვა). ჩვენი გამოცდილი გუნდი მზად არის მართოს თქვენი კომპანიის დებიტორული დავალიანების პაკეტი, როგორც სასამართლოსა და არბიტრაჟში, ასევე აღსრულების ეროვნულ ბიუროში.
წინა სამართლებრივი პროცედურები:
- იურისტის მიერ სატელეფონო კუმუნიკაცია დებიტორებთან და მოლაპარაკების გზით პრობლემების მოგვარება (ე.წ. Soft Collection);
- სამართლებრივი საფუძვლებით გამყარებული გაფრთხილების წერილების მომზადება/გაგზავნა - საქმის სამართალწარმოებისთვის მომზადება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მოკლე დროში შედეგის მიღწევას.
დავის დაწყება სამართალწარმოების გზით:
- დოკუმენტაციის ანალიზი, კონსულტაცია და რისკების იდენტიფიცირება;
- სარჩელის მომზადება/რეგისტრაცია;
- სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ შესაბამისი სამართლებრივი ქმედებების განხორციელება/საქმის კონტროლი/მართვა;
- დებიტორთან პროცესამდე მოლაპარაკების წარმოება (Soft Collection-ის გაგრძელება);
- სასამართლო პროცესზე წარმომადგენლობა;
- რეპორტების მიწოდება (შეთანხმებული რაოდენობით);
- სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად განსახორციელებელი შემდგომი სამართლებრივი მოქმედებები:
1. გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების სამსახურში კონტროლი/მართვა;
2. გადაწყვეტილების გასაჩივრება ზემდგომ ინსტანციაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
3. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაზე საქმის მართვა ზემდგომ ინსტანციაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
4. საქმის დასრულება;
აირჩიე შენზე მორგებული გადახდის პირობა:
1. ყოველთვიური ფიქსირებული საფასური;
2. ფიქსირებული ერთჯერადი საფასური და შემდგომ დაკისრებული თანხის %-ი;
3. ფიქსირებული კონკრეტული საფასური თანამშრომლობის პირველ თვეში, ყოველთვიური მინიმალური საფასური და შემდგომ დაკისრებული თანხის %-ი;
შენიშვნა: შემოთავაზებული საფასურები განისაზღვრება ინდივიდუალურად მოლაპარაკების გზით.
იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი
ყველა სერვისი
საკონტაქტო ინფორმაცია
- ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა; ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73
- +995555091100;+995577279798;+995322060818
- [email protected]