img

ხელშეკრულების მომზადება/რევიზია

სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობების მრავალფეროვნება განაპირობებს ხელშეკრულებათა სიმრავლეს, მათ სირთულესა და კომპლექსურ ხასიათს.

Contractor-ის პროფესიონალ იურისტთა გუნდი სპეციალურ სამართლებრივ ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით გთავაზობთ:

  • ხელშეკრულების ტექსტის მომზადებას, რომელიც ითვალისწინებს მხარეთა შორის მოლაპარაკების პროცესში არსებული პირობების ასახვას წერილობით დოკუმენტში
  • მხარეთა ურთიერთმფარავი ნების ფორმირებას, დაინტერესებული მხარის ინტერესების მკაფიო ჩამოყალიბებასა და რისკების ანალიზს, რათა  შემდგომში მაქსიმალურად იქნეს აცილებული სამართლებრივი დავები
  • ხელშეკრულების ფორმირებისას სავარაუდო სამართლებრივი და ფინანსური შედეგების შესახებ კონსულტაციას

Contractor-ი დაგეხმარებათ უკვე არსებული ხელშეკრულების რევიზიის პროცესში, რომელიც გულისხმობს:

  • ხელშეკრულებით გათვალისწინებული სავარაუდო შედეგების შეფასებას
  • ხელშეკრულებიდან გამომდინარე რისკების ანალიზს
  • კონსულტაციას, ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსალოდნელ დავებთან დაკავშირებით

Contractor-ი ეხმარება საკუთარ კლიენტებს სამართლებრივი გზებით განავითარონ კომერციული საქმიანობა და ბიზნეს ოპერაციების მხარდასაჭერად სთავაზობს სხვადასხვა გზებსა და მეთოდებს. სახელშეკრულებო მომსახურება უზრუნველყოფილია ერთი გუნდის მიერ, რომელიც მუდმივ რეჟიმში მზად არის შეაფასოს იურიდიული რისკები და ფინანსური გამოწვევები.

ლანა პაიჭაძე [email protected]

იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი 

ყველა სერვისი
საკონტაქტო ინფორმაცია
  • ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა; ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73
  • +995555091100;+995577279798;+995322060818
  • [email protected]
შეხვედრის ჩანიშვნა