პერსონალურ მონაცემთა დაცვა
პერსონალურ მონაცემთა დაცვა თანამედროვე მსოფლიოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. კომპანიების მიერ პერსონალური მონაცემების არასწორად დამუშავებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას პირის ფინანსურ და მორალურ მდგომარეობას და მომავალში მონაცემთა მართლზომიერად გამოყენებას. ამ მიზეზით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ პერიოდულად ხდება კომპანიების კონტროლი და მათ მიერ პერსონალური ინფორმაციის დამუშავების სტანდარტების შეფასება. შემოწმების შედეგები შესაძლოა მტკივნეული აღმოჩნდეს ორგანიზაციისთვის. კერძოდ, ინსპექტორს შეუძლია მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების დროებით ან სამუდამოდ შეწყვეტა, დააკისროს შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა - ჯარიმა, მიმართოს სასამართლოს და სხვ.
კომპანიის ვალდებულებაა პერსონალურ მონაცემთა გამოყენება მოხდეს მხოლოდ მკაფიოდ განსაზღვრული მიზნის მისაღწევად, ისე რომ თავიდან აირიდოს მონაცემთა არასასურველი გამჟღავნება მესამე პირისთვის.
Contractor-ის გუნდი მზად არის მომსახურება გაგიწიოთ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საკითხებთან დაკავშირებით, შემდეგი მიმართულებებით:
- პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული კონსულტაციების გაცემა და რეკომენდაციების მომზადება
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის მოთხოვნებთან კომპანიაში არსებული ხელშეკრულებების შესაბამისობაში მოყვანა
- წარმომადგენლობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატსა და სასამართლოში.
იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი
ყველა სერვისი
საკონტაქტო ინფორმაცია
- ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა; ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73
- +995555091100;+995577279798;+995322060818
- [email protected]