საგადასახადო შეთანხმების გაფორმებაში მხარდაჭერა
საგადასახადო შეთანხმების გაფორმებაში მხარდაჭერის მომსახურება გულისხმობს, საგადასახადო დავალიანების ან/და საგადასახადო დავალიანების ნაწილის, მოსაკრებლის თანხის ან/და მასთან დაკავშირებული ჯარიმისა და საურავის შემცირების მიზნით (რომლის ადმინისტრირებასაც საგადასახადო ორგანო ახორციელებს), შემოსავლების სამსახურში კლიენტის ინტერესების დაცვასა და კანონიერი წარმომადგენლობის განხორციელებას.
საგადასახადო შეთანხმების გაფორმებაში მხარდაჭერა მოიცავს:
- კლიენტის გადახდისუნარიანობის შესწავლას
- შესაბამისი განცხადების შედგენასა და წარდგენას საგადასახადო ორგანოში
- საგადასახადო შეთანხმების გაფორმების მიზნით კლიენტის კანონიერ წარმომადგენლობას
- შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების თაობაზე კლიენტის ინფორმირებას.
Loialté-ს შესაბამისი კომპეტენციის მქონე გუნდი საიმედოდ დაიცავს თქვენს ინტერესებს საგადასახადო შეთანხმების მისაღწევად.
ასოცირებული პარტნიორი - საგადასახადო მიმართულება
ყველა სერვისი
საკონტაქტო ინფორმაცია
- ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა; ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73
- +995555091100;+995577279798;+995322060818
- [email protected]