შრომითი ურთიერთობების მარეგულირებელი დოკუმენტაციის სამართლებრივი აუდიტი
შრომითი ურთიერთობები მხარეთა შორის წერილობითი ფორმით უნდა დაფორმირდეს და აუცილებელია ამ ურთიერთობის მარეგულირებელი თითოეული სამართლებრივი დოკუმენტი სრულ შესაბამისობაში იყოს საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან. ძირითადად ნებისმიერ დამსაქმებელს შრომითი ურთიერთობა აქვს დოკუმენტაციით დარეგულირებული, მაგრამ აღნიშნული დოკუმენტები არ არის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში.
Contractor-ის გამოცდილ იურისტთა გუნდი გთავაზობთ სამართლებრივი აუდიტის მომსახურებას შრომითსამართლებრივ ურთიერთობებში, რომელიც მოიცავს:
კომპანიაში არსებული შრომითი დოკუმენტაციის:
- შრომითი ხელშეკრულება;
- შინაგანაწესი;
- ორმხრივი შეთანხებები;
- ბრძანებები;
- მიღება-ჩაბარების აქტები
- და სხვ.
გამოთხოვა, რევიზია და კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობასთან დაკავშირებით იურიდიული დასკვნის მომზადება;
კომპანიაში არსებული შრომითი დოკუმენტაციის შესწავლისა და იურიდიული დასკვნის შემდგომ, შრომის კანონმდებლობისა და პრაქტიკის შესაბამისად:
- შრომითი ხელშეკრულებების პროექტების ფორმირება;
- შინაგანაწესის პროექტის ფორმირება;
- ორმხრივი შეთანხმებების პროექტის ფორმირება;
- მიღება-ჩაბარების აქტების ფორმირება;
- და სხვ. შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დოკუმენტების შედგენა.
იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი
ყველა სერვისი
საკონტაქტო ინფორმაცია
- ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა; ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73
- +995555091100;+995577279798;+995322060818
- [email protected]