შემოსავლების სამსახურმა და ფინანსთა სამინისტრომ განახორციელა რეფორმა, რომლის ფარგლებში 2019 წლის 18 თებერვლიდან გადამხდელებს საშუალება აქვთ დღგ-ის ზედმეტობა მარტივად დაიბრუნონ.
შემოსავლების სამსახურის მიერ შესწავლილი და ურისკოდ მიჩნეული თანხები "დღგ-ის დაბრუნების" ბარათზე აღირიცხება ავტომატურად. ასეთი ზედმეტობის მოთხოვნის შესწავლა აღარ მოხდება. სხვა შემთხვევებში კი დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნების მოთხოვნა მოხდება განსაზღვრული წესისამებრ.