ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ დღეს გავრცელდა შემახსენებელი წერილი  IV  კატეგორიის კომპანიების ფინანსური ანგარიშგების ვადებთან დაკავშირებით. 

IV კატეგორიის საწარმოებს  არ ევალებათ, თუმცა ნებაყოფილობით 2020 წლის 1 ოქტომბრამდე შეუძლიათ გამარტივებული წესით წარადგინონ   2019 წლის ფინანსური ანგარიშგება. 

წერილში ასევე ნათქვენია რომ,  "2021 წელს, მეოთხე კატეგორიის საწარმოებმა სამსახურს უნდა წარუდგინონ 2020 წლის ანგარიშგების სრული პაკეტი. სტანდარტის მე-3 განყოფილების შესაბამისად, ანგარიშგების სრული პაკეტი სულ მცირე უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: 

1. ფინანსური მდგომარეობის ანგარიშებას 2020 წლის საანგარიშგებო პერიოდის დასასრულისთვის და 2019 წლის საანგარიშგებო პერიოდის როგორც დასასრულისთვის, ასევე დასაწყისისთვის;
2. შემოსავლების, ხარჯებისა და გაუნაწილებელი მოგების ანგარიშგებას 2020 და 2019 წლების საანგარიშგებო პერიოდებისთვის."

წერილი სრული სახით შეგიძლიათ იხილოთ:  www.saras.gov.ge

შეხვედრის ჩანიშვნა