ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ დღეს გავრცელდა შემახსენებელი წერილი IV კატეგორიის კომპანიების ფინანსური ანგარიშგების ვადებთან დაკავშირებით.
IV კატეგორიის საწარმოებს არ ევალებათ, თუმცა ნებაყოფილობით 2020 წლის 1 ოქტომბრამდე შეუძლიათ გამარტივებული წესით წარადგინონ 2019 წლის ფინანსური ანგარიშგება.
წერილში ასევე ნათქვენია რომ, "2021 წელს, მეოთხე კატეგორიის საწარმოებმა სამსახურს უნდა წარუდგინონ 2020 წლის ანგარიშგების სრული პაკეტი. სტანდარტის მე-3 განყოფილების შესაბამისად, ანგარიშგების სრული პაკეტი სულ მცირე უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
1. ფინანსური მდგომარეობის ანგარიშებას 2020 წლის საანგარიშგებო პერიოდის დასასრულისთვის და 2019 წლის საანგარიშგებო პერიოდის როგორც დასასრულისთვის, ასევე დასაწყისისთვის;
2. შემოსავლების, ხარჯებისა და გაუნაწილებელი მოგების ანგარიშგებას 2020 და 2019 წლების საანგარიშგებო პერიოდებისთვის."
წერილი სრული სახით შეგიძლიათ იხილოთ: www.saras.gov.ge