აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია“ლოიალტე“ განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა და მომხმარებელს Loialte Prof.-ის სახელით ახალ საგანმანათლებლო მიმართულებას სთავაზობს.
„ლოიალტე“ ქართული ბრენდია, რომელიც აერთიანებს როგორც აუდიტორულ, ისე საკონსულტაციო და აუთსორსინგულ მომსახურებებს. მაღალკვალიფიციურ აუდიტორების და კონსულტანტების პირობებში, კომპანია სწრაფად მზარდია, რასაც მომხმარებელთან ურთიერთობის განსაკუთრებული და ინოვაციური მიდგომებიც განაპირობებს.
საგანმანათლებლო საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე „ლოიალტეს“ გუნდის მიერ გაკეთებული შეთავაზებები კარგად არის ცნობილი ქართული ბაზრისთვის (www.prof.www.loialte.com.ge)
Loialte Prof. უნივერსალური საგანმანათლებლო მიმართულებაა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა კუთხით აქტუალური ტრენინგების და სასწავლო კურსების მრავალფეროვან არჩევანს. სხვა შემთხვევების მსგავსად, „ლოიალტე“-ს ეს წამოწყებაც გამორჩეული იქნება ბაზრისთვის ინოვაციური თემატიკებით და რაც მთავარია, ტრენერების გუნდის დაკომპლექტებული იქნება მხოლოდ პრაქტიკოსი და საკუთარ სფეროში წარმატებული ადამიანებისგან, რომლებიც თეორიულ ცოდნასთან ერთად საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ მსმენელებს.
Loialte Prof.-ის სახელით საგანმანათლებლო სფეროში გამოჩენა „ლოიალტე“-ს გრძელვადიანი მიზნების ერთ-ერთი გეგმიური რეალიზებაა და როგორც კომპანიის მმართველი პარტნიორები აღნიშნავენ, მომხმარებელი საშუალო ვადიან პერიოდში სხვა სასიამოვნო სიახლეებს უნდა ელოდოს.
Loialte Prof. - თქვენი წარმატებისთვის!