img
Erudio
erudio წარმოადგენს აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია Loialté-ს საგანმანათლებლო მიმართულებას და გთავაზობთ პროფესიული ტრენინგების მრავალფეროვან ჩამონათვალს.

erudio-ს გუნდი ორიენტირებულია მაღალ სტანდარტსა და ხარისხზე. ის, რისი სწავლაც ჩვენთან შეგიძლიათ, სრულებით უცხო და არადამახასიათებელია ქართული საგანმანათლებლო ბაზრისთვის.
 
ჩვენი პრიორიტეტული სატრენინგო თემატიკებია:  საგადასახადო, იურიდიული, ფინანსები და ინვესტიციები, საბანკო საქმე, დაზღვევა, ეკონომიკა, რეგულაციებთან შესაბამისობა, გაყიდვები, HR, ციფრული მარკეტინგი, ტურიზმი, ტექნოლოგიები და ა.შ. 

ცენტრში ფუნქციონირებს, როგორც სასერტიფიკატო კურსები, ასევე - მოკლე და გრძელვადიანი, სპეციალური სასწავლო პროგრამები, მორგებული მომხმარებლის მოთხოვნაზე. ტრენერთა აბსოლუტური უმრავლესობა არის პრაქტიკოსი და საკუთარ სფეროში წარმატებული ადამიანი.

erudio-ს მისიაა, გადმოგცეთ ცოდნა, რომელიც კონკურენტუნარიანსა და მოთხოვნადს გაგხდით დასაქმების ბაზარზე, გაგიუმჯობესებთ უნარ-ჩვევებს სხვადასხვა მიმართულებით და დაგეხმარებათ, გაზარდოთ პროდუქტიულობის მაჩვენებელი.

ჩვენთან შეგიძლიათ, აქციოთ ცოდნა წარმატების მიღწევის საშუალებად!

ყველა სერვისი
საკონტაქტო ინფორმაცია
  • ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა; ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის 8
  • +995577279798; +995555091100
  • info@loialte.com.ge