პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მეწარმეობის განვითარებას და დაეხმაროს მეწარმეებს პროდუქციის რეალიზებასა და ცნობადობის გაზრდაში.

" />

STALL • სთოლი წარმოგიდგენთ მარკეტების სერიას - თბილისური ბაზარი - Tbilisi Street Market, რომელიც ხორციელდება თბილისის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური / Economic Development Office მხარდაჭერით.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მეწარმეობის განვითარებას და დაეხმაროს მეწარმეებს პროდუქციის რეალიზებასა და ცნობადობის გაზრდაში.

"სთოლი" არის გამორჩეული ქართული პროდუქტების მწარმოებელი მიკრო და მცირე მეწარმეების გაერთიანება. კოლექტივი, რომელიც მიზნად ისახავს ერთობლივი ძალებით შექმნას, რაც შეიძლება მეტი საინტერესო სავაჭრო სივრცე და ყოველ მზიან შაბათ-კვირას ჩაატაროს მარკეტი.

"სთოლის" კარი ყოველთვის ღიაა ახალი, საინტერესო იდეებით განმსჭვალული მეწარმეებისთვის, არტისტებისთვის და საერთოდ ყველასთვის.

6-7 ოქტომბერი 13:00-21:00

შოთა რუსთაველის გამზირი, ტროტუარი. საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოპირდაპირე მხარეს, პარლამენტთან ახლოს.

შეხვედრის ჩანიშვნა