გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია 3 რეგიონული კრეათონი ბათუმის, თელავისა და ზუგდიდის რეგიონებში.
- - -
13 ნოემბერი - 'აგრითონი', ზუგდიდი
მინი კრეათონი 'Agrithon '-ის მიზანია ინოვაციური იდეების გენერირება სოფლის მეურნეობის სფეროში.
სარეგისტრაციო ფორმა და დეტალები - http://bit.ly/Agrithon
- - -
14 ნოემბერი - 'ჭკვიანი ქალაქი', ბათუმი
მინი კრეათონი 'Smart City '-ის მიზანია მოქალაქეებმა შექმნან ახალი, ინოვაციური ციფრული და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები ქალაქის გასაუმჯობესებლად და ჭკვიანი ქალაქის განსავითარებლად.
სარეგისტრაციო ფორმა და დეტალები - http://bit.ly/smartcitybatumi
- - -
17 ნოემბერი -'ვაინათონი', თელავი
მინი კრეათონი 'Winethon '-ის მიზანია ინოვაციური, კრეატიული იდეების გენერირება ღვინის ინდუსტრიაში.
სარეგისტრაციო ფორმა და დეტალები - http://bit.ly/winethon
- - -
ღონისძიებაში მონაწილე გუნდებს შესაძლებლობა ექნებათ კვალიფიციური მენთორების დახმარებით ჩამოაყალიბონ ინოვაციური იდეები, დაამუშაონ ბიზნეს კონცეფციები და შექმნან პირველადი პროტოტიპები.
- - -
კრეათონების ორგანიზებას ახორციელებს ‘გლობალური სამეწარმეო ქსელის’ ‘ რეგიონული მეწარმეობის აკადემია’, რეგიონულ ამერიკულ კუთხეებთან , ზუგდიდისა და თელავის ტექნოპარკებთან თანამშრომლობით;
პროექტი დაფინანსებულია საქართველოში ამერიკის საელჩოს მიერ.
13-17 ნოემბერი