აუდიტორულმა და საკონსულტაციო კომპანია Loialte-მ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამა Loialte 4SME შექმნა, რომლის მიზანი ამ სექტორში მომუშავე მეწარმეების მხარდაჭერა და განვითარებაზე ზრუნვა იქნება.
Loialte 4SME-ის აქტივობები განკუთვნილია, როგორც კომპანიის არსებული, ასევე პოტენციური მომხმარებლებისთვის და აერთიანებს ყველა იმ ძირითად მიმართულებას, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გამოწვევას წარმოადგენს და აბროკლებს მათ განვითარებისა და ზრდის პროცესში. მათ შორისაა ფინანსებზე ეფექტურად წვდომა, მარკეტინგი და გაყიდვები, ბიზნეს პროცესების გაციფრულება, საერთაშორისო ბაზრებზე წვდომა და ა.შ.
Loialte-ს ქართულ ბაზარზე ოპერირების დაწყებიდან მცირე და საშუალო ბიზნესი ყოველთვის მის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენდა და კომპანიაში წლების განმავლობაში ამ სექტორთან მუშაობის მდიდარი გამოცდილება დაგროვდა. აღსანიშნავია, რომ Loialte-ს მომსახურება მთელს საქართველოშია ხელმისაწდვომი და ამ თვალსაზრისით უპირობო ლიდერია ბაზარზე. სწორედ, ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით შესაძლებელი გახდა, რომ შექმნილიყო SME-ის მხარდამჭერი უნიკალური პროგრამა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებებზეა მორგებული.
მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართ ინტერესი სულ უფრო მეტად იზრდება, როგორც კერძო, ისე საჯარო და სამოქალაქო სექტორის მხრიდან. საქსტატის 2023 წლის საწარმოთა საქმიანობის შედეგების კვლევის თანახმად, გასულ წელს, საქართველოს ბიზნეს სექტორის ბრუნვამ 204.6 მილიარდი ლარი, ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებამ კი 77.9 მილიარდი ლარი შეადგინა და ორივე ეს მაჩვენებელი წლიდან წლამდე იზრდება. ამასთან, მუდმივად უმჯობესდება ბიზნეს სექტორში მცირე და საშუალო ბიზნესის ჩართულობა, რომელზედაც ჯამური ბრუნვის 33.2% და ჯამური გამოშვების 53.9% მოდის. აღნიშნული სტატისტიკა დასაქმებაზეც აისახება, რადგან ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა 59.6% სწორედ SME-ებში მუშაობს.
მუდმივად მზარდი და გაუმჯობესებული სტატისტიკური მონაცემების მიუხედავად, მცირე და საშუალო ბიზნესი ჯერაც ბევრი გამოწვევის წინაშე დგას, რომელთა გადალახვით, SME სექტორის და, შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკის ზრდის მეტად დაჩქარება შეიძლება. გამოწვევები, ისევე, როგორც მათი გადაჭრის გზები - ინდივიდუალურია, რის გამოც Loialté 4SME სხვადასხვა შესაძლებლობებს აერთიანებს, რომლებიც კომპანიის შიგნით არსებულ პრაქტიკულ გამოცდილებას და ავტორიტეტული ორგანიზების კვლევების შედეგად მიღებულ მიგნებებს ეფუძნება.
ამ სტატიაში, Loialté 4SME-ის პროგრამით განსაზღვრულ მიმართულებებს დეტალურად გაგაცნობთ.
ფინანსებზე ეფექტური ხელმისაწვდომობა და ფინანსური ცნობიერების ამაღლება ის ორი მიმართულებაა, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნებისმიერი კომერციული ორგანიზაციისთვის, განსაკუთრებით კი SME ბიზნესისთვის. დამატებითი ფინანსური რესურსის და მათ შორის ე.წ. “ჭკვიანი ფულის” მოზიდვით, კომპანიას შეუძლია არამხოლოდ ბიზნესის ზრდა დააჩქაროს, არამედ სტრატეგიული პარტნიორებიც შეიძინოს, რომელთა დახმარებით მასშტაბირებას უფრო იოლად შეძლებს. Loialté 4SME-ის ფარგლებში, კომპანიის დამფუძნებლებს და ხელმძღვანელებს ექნებათ საშუალება აიმაღლონ ცნობიერება დაფინანსების შესაძლებლობებთან დაკავშირებით, ასევე მიიღონ პროფესიული მხარდაჭერა საფინანსო ინსტიტუტებისგან, სახელმწიფო სააგენტოებისა თუ დონორებისგან ფინანსური რესურსების მოზიდვის პროცესში.
გამოცდილ ბიზნესმენებს კარგად ესმით, რომ მხოლოდ ფინანსების არსებობა კომპანიის წარმატებისთვის საკმარისი არ არის, რადგან ფულის ეფექტიანად განკარგვა არანაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად ფული. Loialté 4SME-ის ფარგლებში, კომპანიები საკონსულტაციო სერვისების სპეციალური პირობებით მიღებას შეძლებენ, რაც დარგის ექსპერტების კონსულტაციებს და პროგრამა “გაიმარტივეში” ჩართვას მოიაზრებს. პროგრამა “გაიმარტივე” SME-ებისთვის მათ ბიუჯეტზე და საჭიროებებზე ინდივიდუალურად მორგებულ ხარისხიან საბუღალტრო და სხვა ფინანსურ მომსახურებას მოიაზრებს.
თუკი ბუღალტერია კომპანიის მდგრადობაზე ორიენტირებული კომპანიის შიდა საოპერაციო პროცესია - გაყიდვები, მარკეტინგი, ბრენდინგი და კომუნიკაცია ის სფეროებია, რომელთა დახმარებით კომპანია საკუთარ პროდუქტს თუ სერვისს ყიდის და, შესაბამისად, შემოსავალს აგენერირებს. Loialté 4SME-ში ჩართულ კომპანიებს Loialté-ს სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებში გამოჩენის საშუალება ექნებათ, რითაც პოტენციური კლიენტების და პარტნიორების ბაზას გაამდიდრებენ. ასევე, მიიღებენ სპეციალურ შეთავაზებებს Loialté-ს პარტნიორი მარკეტინგული კომპანიებისგან.
თანამედროვე სამყაროში წარმატებული ბიზნესის შესაქმნელად სხვა ფაქტორებთან ერთად აუცილებელია მოქნილობა და პროცესების ოპტიმიზაცია. ამ მიზნის მისაღწევად გაციფრულება ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობაა, რაც თავის მხრივ საჭიროებს სპეციფიკურ სექტორულ ცოდნას და ახალი ტექნოლოგიების ინფორმაციის ქონას. ამიტომაც, Loialté-ს მიერ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შექმნილ პროგრამაში საგანმანათლებლო ელემენტებიც მოხვდა. Loialté 4SME-ის ფარგლებში, SME-ს დამფუძნებლები და მენეჯერები მიიღებენ ინფორმაციას, როგორც ციფრული ხელსაწყოების, ასევე სექტორში არსებული ტენდენციების შესახებ. პროგრამის ფარგლებში მეწარმეები შეძლებენ სხვადასხვა ციფრულ გადაწყვეტილებებზე სპეციალური პირობებით სარგებლობას ქართული ტექნოლოგიური კომპანიებისგან.
Loialté 4SME ბიზნეს შეხვედრების, ბიზნეს ფორუმების, ვორქშოპებისა და ვებინარების, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, საკომუნიკაციო სივრცის შექმნასაც მოიაზრებს, რომელიც პროგრამაში ჩართულ კომპანიებს და მათ მესვეურებს ახალი თანამშრომლების, პოტენციური კლიენტების და პარტნიორების გაცნობის საშუალებას მისცემს, მათ შორის საზღვარგარეთ, რამაც, შესაძლოა, კომპანიის ქვეყანაში თუ მის ფარგლებს გარეთ გაფართოებას დაუდოს საფუძველი. საერთაშორისო ბაზრებზე წვდომა Loialté 4SME-ის კიდევ ერთი მიმართულებაა, რომელიც უცხოელი პარტნიორების მოძიებასა და სამიზნე ბაზრის კვლევაში დახმარებას მოიაზრებს.
როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, მცირე და საშუალო სექტორი საქართველოს ეკონომიკის საყრდენია. თუმცა გარდა რიცხვებისა, SME სექტორი მნიშვნელოვანია ინოვაციების თვალსაზრისითაც, რადგან ბევრი ტექნოლოგია, პროდუქტი თუ სერვისი, რომელთაც დღეს ყოველდღიურად ვიყენებთ, ერთ დროს, სწორედ იდეის და მისი აღსრულების ხედვის მქონე მცირე ზომის კომპანიაში დაიბადა. Loialté 4SME მეწარმეებს ინოვაციური პროექტების განვითარების შესაძლებლობასაც მისცემს.
Loialté 4SME უკვე აქტიურია და დაინტერესებულ კომპანიებს პროექტში ჩართვა ამ ბმულის საშუალებით შეუძლიათ.
აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია Loialte საქართველოს ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. ბრენდი საქართველოს გარდა 2024 წლიდან ოფისებით წარმოდგენილია უზბეკეთსა და არაბთა გაერთაინებულ საემიროებში, ხოლო სხვადასხვა საკონსულტაციო სერვისებით კლიენტებს 20-ზე მეტი ქვეყნიდან ემსახურება. კომპანიის პორტფელში 1,000-ზე მეტი დასრულებული და მიმდინარე პროექტია. ასევე, 2023 წელს Loialté-მ ISO 9001:2015 სერტიფიკატი მოიპოვა ბუღალტერიის და საგადასახადო მომსახურების მიმართულებით, რაც კომპანიის მომსახურების მაღალი ხარისხის მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღარებას ნიშნავს.
Loialté 4SME - საუკეთესო პარტნიორი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.