2025 წლის 1 თებერვლიდან სამშენებლო სექტორში დასაქმებული მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირები, რომლებიც ორგანიზაციას, საწარმოს ან მეწარმე ფიზიკურ პირს გაუწევენ მომსახურებას, 1%-ის ნაცვლად 20%-ით დაიბეგრებიან.
ცვლილების თანახმად „საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის სეკ 006-2016-ის“ 41.2 ჯგუფით გათვალისწინებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობის მომსახურების, 42-ე განყოფილებით გათვალისწინებული სამოქალაქო მშენებლობის მომსახურების ან/და 43-ე განყოფილებით გათვალისწინებული სპეციალიზებული სამშენებლო მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი არ დაიბეგრება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით და არ ჩაითვლება მცირე ბიზნესის განხორციელების ფარგლებში მიღებულ ერთობლივ შემოსავალში.
41.2 საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა 42. სამოქალაქო მშენებლობა 42.1 საავტომობილო გზების და რკინიგზის მშენებლობა 42.2 საინჟინრო ნაგებობების მშენებლობა 42.9 სამოქალაქო მშენებლობის სხვა სამუშაოები 43 სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოები 43.1 არსებული ნაგებობების აღება და სამშენებლო მოედნის მომზადება 43.2 ელექტროტექნიკური, საზეინკლო და სხვა სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები 43.3 მოსაპირკეთებელი სამშენებლო სამუშაოები 43.9 სხვა სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოები
საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის სეკ 006-2016 |
შედეგად, სამშენებლო მომსახურებით მიღებული შემოსავლის ნაწილში მცირე მეწარმის დასაბეგრი შემოსავალი დაიბეგრება საერთო წესით - კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის სხვაობის 20%-ით.