რას გთავაზობთ

img

Erudio

erudio წარმოადგენს აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია Loialté-ს საგანმანათლებლო მიმართულებას და გთავაზობთ პროფესიული ტრენინგების მრავალფეროვან ჩამონათვალს.

erudio-ს გუნდი ორიენტირებულია მაღალ სტანდარტსა და ხარისხზე. ის, რისი სწავლაც ჩვენთან შეგიძლიათ, სრულებით უცხო და არადამახასიათებელია ქართული საგანმანათლებლო ბაზრისთვის.
ჩვენი პრიორიტეტული სატრენინგო თემატიკებია: საგადასახადო, იურიდიული, ფინანსები და ინვესტიციები, საბანკო საქმე, დაზღვევა, ეკონომიკა, რეგულაციებთან შესაბამისობა, გაყიდვები, HR, ციფრული მარკეტინგი, ტურიზმი, ტექნოლოგიები და ა.შ. 
 
ცენტრში ფუნქციონირებს, როგორც სასერტიფიკატო კურსები, ასევე - მოკლე და გრძელვადიანი, სპეციალური სასწავლო პროგრამები, მორგებული მომხმარებლის მოთხოვნაზე. ტრენერთა აბსოლუტური უმრავლესობა არის პრაქტიკოსი და საკუთარ სფეროში წარმატებული ადამიანი.

erudio-ს მისიაა, გადმოგცეთ ცოდნა, რომელიც კონკურენტუნარიანსა და მოთხოვნადს გაგხდით დასაქმების ბაზარზე, გაგიუმჯობესებთ უნარ-ჩვევებს სხვადასხვა მიმართულებით და დაგეხმარებათ, გაზარდოთ პროდუქტიულობის მაჩვენებელი.

ჩვენთან შეგიძლიათ, აქციოთ ცოდნა წარმატების მიღწევის საშუალებად!
დეტალურად