img
საფინანსო უწყისების აუდიტი

საფინანსო უწყისების აუდიტი მოიცავს დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ საფინანსო უწყისები შემოწმებას და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენას, რამდენად სათანადოდ (აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით) არის აღნიშნული უწყისები შედგენილი.

საფინანსო უწყისების აუდიტის მიზნობრიობა შესაძლოა იყოს განსხვავებული, თუმცა ფუნდამენტურ მიზანს წარმოადგენს, დამოუკიდებელი მხარის მიერ დადასტურება იმისა, რომ ორგანიზაციის მენეჯმენტის მიერ წარმოდგენილი ფინანსური შედეგები არის სწორი და სამართლიანი.

განსხვავებული შეიძლება იყოს ასევე აუდიტის დასკვნის მომხმარებლებიც, კერძოდ კომპანიის მენეჯმენტი, დამფუძნებლები, აქციონერები, ინვესტორები, სახელმწიფო, სხვა დაინტერესებული პირები.

საფინანსო უწყისების აუდიტი მენეჯმენტს ეხმარება, მოახდინოს ორგანიზაციაში არსებული შიდა კონტროლის სისტემასა თუ ბიზნეს პროცესებში არსებული ხარვეზების გამოვლენა და მათი შემდგომი გაუმჯობესება.

 

რატომ „ლოიალტე“ ?

„ლოიალტე“ ქართული ბრენდია, ქართველი პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდით, რომლებიც კარგად იცნობენ, როგორც საერთაშორისო სტანდარტებს და მიდგომებს, ასევე ქართულ რეალობას.

მიუხედავად იმისა, რომ „ლოიალტე“ სულ რაღაც 1 წელია არსებობს, ჩვენს აუდიტორებს აქვთ მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში წარმოდგენილ ორგანიზაციებში, აუდიტის კუთხით.

ჩვენი მუშაობის მეთოდოლოგია ეფუძნება აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებს, საუკეთესო პრაქტიკას და გამყარებულია აუდიტორების მდიდარი პრაქტიკული გამოცდილებით.

„ლოიალტე“ გთავაზობთ საერთაშორისო სტანდარტების და ხარისხის შესაბამის მომსაუხრებას, ქართული რეალობისთვის რელევანტურ ფასად.

ჩვენ გირჩევთ იყოთ პრაქტიკულები და მართოთ რისკები გონივრულად!