img
იურიდიული მომსახურება

თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის განვითარების მზარდ პირობებში სულ უფრო აქტუალური ხდება სხვადასხვა სამართალურთიერთობების მოწესრიგება და წარმოშობილი სამართლებრივი პრობლემების  გადაწყვეტის საკითხი. ამ თვალსაზრისით, თითოეული ფიზიკური და იურიდიული პირისთვის მნიშვნელოვანია იურიდიული დახმარებისა და მათი უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტების შემუშავება და პრაქტიკაში დანერგვა.

დღესდღეისობით საქართველოში კვალიფიციური იურიდიული დახმარება განსაკუთრებით კი ისეთ სფეროებში, როგორიც ბიზნეს სუბიექტების (კომპანიების) საქმიანობაა, საკმაოდ პრობლემურია. პრობლემურია როგორც კომპანიების შიდა კორპორაციული სტრუქტურის მოწყობა და დასაქმებულთან გამართული სამართლებრივი ურთიერთობების დამყარება, ისე მესამე პირებთან წარმოშობილი სახელშეკრულებო ურთიერთობების მოწესრიგება.

წარმოშობილი პრობლემური საკითხის მოგვარების მიზნით, „ლოიალტე“ გთავაზობთ კვალიფიციურ იურიდიულ მომსახურებას სამართლის შემდეგ სფეროებში:

  • ბიზნესის დაწყებასთან დაკავშირებული კონსულტაცია
  • საკორპორაციო სამართალი
    • კომპანიის წესდება
    • სადამფუძნებლო დოკუმენტაციის მომზადება
    • სხვა კორპორაციული დოკუმენტაციის მომზადება
  • სახელშეკრულებო სამართალი
  • საბანკო ურთიერთობებთან დაკავშირებული კონსულტაციები
  • სესხის მიღება-გაცემასთან დაკავშირებული კონსულტაციები
  • აქტივების ყიდვა-გაყიდვა, დებიტორებთან ურთიერთობა
  • შრომის სამართალი
    • შრომითი ხელშკრულებების შედგენა
    • შრომის შინაგანაწესის შემუშავება
    • სამუშაო აღწერილობების შემუშავება
  • წარმომადგენლობა სასამართლოში/არბიტრაჟში