საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ტექნოპარკის ფაბლაბის ორგანიზებით იწყება მეექსვე ნაკადის მიღება პროექტზე - ,,დაიწყე ბიზნესი ფაბლაბთან ერთად”.

პროექტის საწყის ეტაპზე შეირჩევა რამდენიმე გუნდი, რომლებიც ფაბლაბში შექმნიან სხვადასხვა პროდუქციას. მონაწილე გუნდებს შესაძლებლობა ექნებათ პროდუქტის შესაქმნელად გამოიყენონ ტექნოპარკის ფაბლაბში არსებული მაღალტექნოლოგიური დანადგარები.

1 ნოემბერს ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანისთვის Impcat Hub-ში გაიმართება პროექტის საინფორმაციო შეხვედრა.

დასწრება თავისუფალია!

1 ნოემბერი 17:00-18:00

Impact Hub Tbilisi, Fabrika. ე. ნინოშვილის #8

შეხვედრის ჩანიშვნა