მხარი დავუჭიროთ ქართველ მეწარმეებს!

პროექტი გემოვანი წარმოგიდგენთ ქართული გენეტიკის სურსათს! 

მოდი გემოვან ბაზარზე ქარვასლაში შარდენზე და დააგემოვნე ნატურალური, ქართული ტრადიციული წესით წარმოებული საკვები.

სასურსათო ბაზარზე საკუთარ პროდუქტს ფერმერები და მეწარმეები წარადგენენ. გემოვანი ბაზრის დახლებზე შეხვდებით როგორც მცენარეული, ისე ცხოველური წარმოშობის, სხვადასხვა ჯიშის სურსათს, მათ შორის, პურს, რძის ნაწარმს, ხორცს, ბოსტნეულს, ხილს, ტკბილეულსა და მარცვლეულს. 

ასე რომ, თუ საქართველოს წიაღში შექმნილი, ნატურალური პროდუქტის გემო მოგენატრათ, გვეწვიეთ გემოვან ბაზარზე ყოველ შაბათს, 11:00-დან 21:00-მდე. 

პროექტის გენერალური სპონსორია ,,პური მზეთამზე".

ყოველი შაბათი 11:00-21:00

ქარვასლა შარდენზე, სიონის ქ. #8

 

შეხვედრის ჩანიშვნა