რატომ უნდა დაესწრო სამიტის გახსნის ცერემონიას?

✔გაიცნობ ახალგაზრდა, ინოვატორ მეწარმეებს ევროპის, აზიისა და აფრიკის 25 სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც თავიანთი ბიზნეს-წამოწყებებით ცდილობენ ისეთი მწვავე სოციალური პრობლემების მოგვარებას, როგორიცაა განათლება, ჯანდაცვა, კლიმატის ცვლილება და ა.შ. 

✔შეხვდები საერთაშორისო პარტნიორებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც სოციალური მეწარმეობისა და ახალგაზრდების გაძლიერების კუთხით მუშაობენ და სურთ თავიანთი ცოდნა დამწყებ მეწარმეებს გაუზიარონ.

✔შეიძენ ახალ კონტაქტებს და გაატარებ სასიამოვნო საღამოს.

6-10 ნოემბერი 20:00-22:00

Impact Hub Tbilisi, Fabrika. ე. ნინოშვილის #8

შეხვედრის ჩანიშვნა