საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ინიციატივით, 15 ნოემბერს გაიმართება „სოციალური საწარმოების II #B2B გამოფენა“.

" />

 საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ინიციატივით, 15 ნოემბერს გაიმართება „სოციალური საწარმოების II B2B გამოფენა“.
 ღონისძიება მიზნად ისახავს სოციალურ საწარმოებსა და წამყვან ბიზნეს კომპანიებს, ასევე სხვადასხვა სექტორებს შორის საქმიანი ურთიერთობების დამყარებასა და გაღრმავებას, ცნების პოპულარიზაციასა და სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას საქართველოში.
B2B გამოფენის ფორმატით წელს, საქართველო „სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის“ ინიციატივით უერთდება „სოციალური საწარმოების საერთაშორისო დღეს“.
ღონისძიებაზე წარმოდგენილ იქნა საქართველოში მოქმედი სოციალური საწარმოების პროდუქცია და მომსახურება. ფორმატიდან გამომდინარე, სხვადასხვა სექტორების წარმომადგენლები, მათი ინტერესების შესაბამისად, შეძლებენ მოლაპარაკება აწარმოონ თითოეულ სოციალურ საწარმოსთან შესაძლო თანამშრომლობაზე.
ღონისძიების ვიზიტორებს უნიკალური შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ მოწინავე ქართული სოციალური საწარმოების მრავალფეროვან პროდუქციას ერთ სივრცეში.
ღონისძიების მონაწილე 40-მდე სოციალური საწარმო ამზადებს უსაფრთხო სათამაშოებს, ტრადიციულ ხელნაკეთ დეკორატიულ და გამოყენებით ნივთებს, მისალოც ბარათებს, საბავშვო ავეჯს, სათამაშო მოედნებს, ხელით დაწნულ კალათებს, ტრადიციულ სუნელებს ისტორიული რეცეფტებით, თაფლს, ნატურალურ წვენებს, ღვინოსა და სხვა საინტერესო პროდუქციას. ასევე, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება სერვისის მიმწოდებელი სოციალური საწარმოები, რომლებიც მომხმარებლებს სთავაზობენ 24 საათიანი ზრუნვის მომსახურებას, კაფეს სერვისებს, მაკულატურის შეგროვებისა და გადამუშავების მომსახურებას, მუსიკალური თერაპიისა და გაფორმების სერვისებს.
მონაწილეობენ სოციალური საწარმოები და მათი პროდუქცია/სერვისი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://segeorgia.org/info.php?ID=79
ღონისძიება იმართება ევროკავშირის European Union in Georgiaდაფინანსებით მიმდინარე პროექტის „სოციალური მეწარმეობა - ინოვაციური მიდგომა ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისთვის“. პროექტი ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG), Education Development and Employment Centerსა (EDEC) და არბაითერ სამარიტერ ბუნდის (ASB Georgia) მიერ.
ღონისძიების მთავარი პარტნიორია საქართველოს ბანკი • Bank of Georgia.
ღონისძიების თანაორგანიზატორია სოციალურ საწარმოთა ალიანსი • Social Enterprise Alliance Georgia.
გამოფენის ფინანსური მხარდამჭერია პური მსოფლიოსთვის Brot für die Welt.
ღონისძიების ვერცხლის სპონსორები არიან:
- ფოთის საზღვაო ნავსადგური APM Terminals Poti;
- FINCA Bank Georgia / ფინკა ბანკი საქართველო.

15 ნოემბერი  12:00-20:00

King David რეზიდენცია, მისამართზე მერაბ ალექსიძის #12

ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.segeorgia.org

შეხვედრის ჩანიშვნა